წინანდლის პრემია საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში

 

2016 წლის 29 ოქტომბერს გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელს ლევან ტიელიძეს მიენიჭა წინანდლის პრემია საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში. 
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი იყო ნაშრომი "Glacier change over the last century, Caucasus Mountains, Georgia, observed from old topographical maps, Landsat and ASTER satellite imagery" რომელიც 2016 წლის 21 მარტს გამოქვეყნდა ჟურნალ "Сryosphere"-ში.
ახალგაზრდა შემოქმედებისთვის პრემიის დაწესების იდეა 1998 წელს წინანდალში ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა-სემინარზე დაიბადა. სემინარის ორგანიზატორი იყო საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი. პრემიის სახელიც მაშინვე შეირჩა. პირველი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი მომდევნო წელს თეატრალურ სარდაფში გაიმართა. პროექტს თავიდანვე აქტიურად დაუჭირა მხარი პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ, რომლის პატრონაჟით ხორციელდებოდა "წინანდლის პრემია".
"წინანდლის პრემია" საქართველოს პრეზიდენტის ხელშეწყობით 2014 წელს აღდგა და უკვე მესამე წელია გიორგი მარგველაშვილის პატრონაჟით იმართება.