საერთაშორისო კონფერენცია

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის, ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტისა და საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების მიერ მომზადდა და 2015 წლის 22-25 ოქტომბერს ქ. თბილისში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია "გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის თანამედროვე პრობლემები", მიძღვნილი ქართველი  გეოგრაფისა და ანთროპოლოგის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატის ალექსანდრე ჯავახიშვილის დაბადების 140 წლის იუბილესადმი.

 

აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილეს მიეძღვნა შემდეგი ღონისძიებები:

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

  • კვირეულის საზეიმო გახსნა და   საიუბილეო სხდომის ჩატარება;
  • საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება;
  • საიუბილეო გამოცემების მომზადება–დაბეჭდვა;
  • ვიზიტი სახლ–მუზეუმში (გორის რაიონი სოფ.ძევერა);
  • ნორჩ გეოგრაფთა სკოლის რესპუბლიკური კონფერენციის ჩატარება (მოსწავლე–ახალგაზრდობის ღონისძიებები);

 

საქართველოს სხვა უნივერსიტეტებში

  • იუბილეს აღნიშვნა ქუთაისის, ბათუმისა და გორის უნივერსიტეტებში;
  • ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილი მეცნიერის კაბინეტის გახსნა და მისი სახელობის სტიპენდიის დაწესება;
  • ბათუმისა და გორის უნივერსიტეტებში აუდიტორიისათვის სახელის მინიჭება;
  • თბილისში  და გორში ერთ–ერთი ქუჩისათვის ალექსანდრე ჯავახიშვილი სახელის მინიჭება;
  • სოფ. ძევერას (გორის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლისთვის ალ. ჯავახიშვილის სახელის მინიჭება.

 

 

სხვა უწყებები

  • ალ. ჯავახიშვილის სახლ–მუზეუმის ექსპონატების განახლება; 
  • ალ. ჯავახიშვილის სახლ–მუზეუმის მეგზურის მომზადება–გამოცემა;
    • საერთაშორისო კონფერენციის ერთი სექციისა და  ნორჩ გეოგრაფთა სკოლის რესპუბლიკური კონფერენციის ჩატარება საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში.

დაიბეჭდა:

საერთაშორისო კონფერენციის მასალები:



  • ხელმეორედ გამოიცა აკად. ალ. ჯავახიშვილის (1875-1973)  მე-2 შევსებული და გადამუშავებული ბიობიბლიოგრაფია;
  • ალ. ჯავახიშვილის თხზულებანის  მე-3 ტომი, გეომორფოლოგიური შრომები (თან ახლავს 15 რუკა);
  • აშშ-ში გამოიცა ჟურნალის „Earth Sciences” სპეციალური ნომერი „გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის თანამედროვე პრობლემები“;
  • აკადემიკოს ალ. ჯავახიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა კობა ხარაძის წიგნი „დიდი მამულიშვილის ღირსეული ღვაწლი“;
  • გამოიცა კობა ხარაძის „ალ. ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის მეგზური“.

საერთაშორისო კონფერენციის ამსახველი ფოტოები იხილეთ აქ:

https://www.facebook.com/media/set/?set=a.10153116553272233.1073742960.340472602232&type=3

 

https://www.facebook.com/keti.koguashvili/media_set?set=a.1008143852540681.1073741922.100000352269636&type=3