საზოგადოებრივი განყოფილების ექსპედიცია

 

გასულ ზაფხულს (2015 წლის ივლისის  თვეში)  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო   ფონდის   ფინანსური   მხარდაჭერით,   ვიმყოფებოდი   ექსპედიციაში საქარველოს   მთიან მხარეებში:   თუშეთში,   ხევსურეთსა   და   ხევში.   იქ   ყოფნის   დროს შევხვდი   ადგილობრივ   მოსახლეობას   და   საჯარო   მოხელეებს.  
ჩავატარე სოციოლოგიური   გამოკითხვა   ჩემს   მიერ   შედგენილი   ანკეტით.   მყავს   100-მდეგამოკითხული. გადავიღე   ფოტოები   და   აღვწერე   მთაში   არსებული   სოციალურ-ეკონომიკური   თანამედროვე   პროცესები,   პრობლემები,   ტურიზმის   განვითარების ტენდენციები,   ინფრასტრუქტურა,   გზები   და   სხვ.   გავაკეთე   სასტუმროების   ნუსხა   და შევადარე   ოფიციალურად   არსებულ   (ტურიზმის   ეროვნული   დეპარტამენიტის   მიერ შედგენილი)   ნუსხას.   იყო   გარკვეული   სხვაობა.   დავაზუსტე   სეზონური   მოსახლეობის რაოდენობა (თუშეთი). GPI-ის მეშვეობით მოვხაზე ჩემს მიერ გავლილი მარშრუტები და ავიღე   კონკრეტული   სოფლების,   ღირსშესანიშნაობების,   სასტუმროებისა   და სხვ. კოორდინატები. არსებული მასალა დამაქვს ელექტრონულ რუკებზე.



                               



                           1. თრუსოს ხეობა                                                                                             3. სოფ. გუდანი
                                                                             
                           2. სოფ. შენაქო                                                                                                4. სოფ. როშკა