გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილება გლაციოლოგიის ჯგუფის ექსპედიცია

 

მყინვარებზე მონიტორინგი, ბოლო 10 წლის განმავლობაში რეგულარულად მიმდინარეობს ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის ეგიდით. წელს, ამ ექსპედიციაში მონაწილეობა მიიღეს, მოსკოვის, ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერებმა და სტუდენტებმა.

ყოველწლიურად მოპოვებული მასალები, საშუალებას იძლევა, მოხდეს შედარება  გასული წლის მონაცემებთან და საინტერესო ინფორმაცია მოგვცეს კლიმტის გლობალური ცვლილების გარკვევაში. კავკასიის რეგიონში, კლიმატის ცვლილებისა და მყინვარების დინამიკის შეწსწავლას ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს, რადგან კავკასიონი, ალპურ-ჰიმალაური მთათა სისტემის ერთ-ერთი მთავარი მონაკვეთია. აქ მოპოვებული მასალა, ერთგვარ დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს ევროპის და აზიის მთიან სისტემებს შორის.

აღნიშნული ექსპედიცის პერიოდში მოხდა მყინვარების - უშბა, ჭალაათი, ადიში, შხარა ვიზუალური დათვალიერება, GPS-ით წერტილების აღება და წლიური უკანდახევის განსაზღვრა.



                      


ლევან ტიელიძე

გიორგი ლომინაძე

ლიზი გადრანი

რომან კუმლაძე

 

                                                                                                                      2015 წელი