გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილება გლაციოლოგიის ჯგუფის ექსპედიცია

 

  ივლისის ბოლოს, მყინვარწვერზე, საქართველოს, ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტისა და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის, გეოგრაფიის ინსტიტუტის ერთობლივი ექსპედიცია ჩატარდა.

     ექსპედიციის მიზანი იყო, გერგეთის პლატოზე მყინვარწვერიდან ჩრდილო-დასავლეთით, ზ.დ. 4400 მეტრზე, ფირნის არეში, სადაც აკუმულაციის ზონაა, მოგვეხდინა მყინვარის ზედაპირული გაბურღვა, შეგვესწავლა თოვლის სტრატიგრაფია, აგვეღო წყლის სტაბილური იზოტოპების სინჯები, გაგვეზომა მტვრის შემცველობა და თოვლის სიმჭიდროვე. ეს ადგილი საინტერესოა გლაციოლოგიური და მეტეოროლოგიური თვალსაზრისით მომავალში პალეოკლიმატის რეკონსტრუქციისათვის.

      რთული ფსიქოლოგიური და კლიმატური პირობების მიუხედავად, საბოლოოდ გაიბურღა 8 მეტრი. თუმცა, უფრო მეტის გაბურღვა იგეგმებოდა. ამასაც თავისი მიზეზები ჰქონდა, ზედაპირზე თოვლი თბილი იყო, დაახოლობიეთ 0 გრადუსი, 6 მეტრი სიღრმეზე ტემპერატურა -30C -აღწევდა, ბურღი იყინებოდა. სამუშაოდ ზაფხულის დასაწყოსო ან ბოლო უკეთესია, რადგან ფირნის ტემპერატურა დაბალია,  მშრალია და გაბურღვა უფრო მარტივია.  აკლიმატიზაცია გავლილებს არ გაგვჭირვებია მყინვარწვერზე ასვლა (5033მ), ამინდმაც გაგვიმართლა. მწვერვალზე მოხდა თოვლის ზედაპირული სინჯების აღება. ჩვენი ექსპედიცია იყო პირველი, რომლებმაც ამ სიმაღლეზე  გლაციოლოგიური სამუშაოები ჩაატარა.