საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილების 2010 წლის ექსპედიცია

 

საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილების 2010 წლის ექსპედიციის ანგარიში

 

ექსპედიციის მიზანი: განყოფილების საინსტიტუტო თემის (“საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალის ათვისების პრობლემები და პერსპექტივები”) საველე კვლევა.

ექსპედიციის რეგიონი: შიდა ქართლი (კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის რაიონები) და ბორჯომის რაიონი.

ექსპედიციის მონაწილენი: 5 თანამშრომელი (ხელმძღვანელი ვ.ნეიძე).

ექსპედიციის ჩატარების დრო: 25 აგვისტო - 3 სექტემბერი (10 დღე).

ექსპედიციის სატრანსპორტო უზრუნველყოფა: “ნივის” ფირმის ავტომანქანა.

 

მარშრუტები:

1. თბილისი-წეროვანი-ქსანი-იგოეთი-გორი-ქარელი-ხაშური.

2. ხაშური-გორი-ქარელი-სამწევრისი-წრომი-ხცისი-ხაშური.

3. ხაშური-ბორჯომი (გოგიას ციხე)-ჭობასხევი-კახისის და წეროს ტბები-კოდიანი-საკირე-დვირი-ბორჯომი.

4. ბორჯომი-პარკი-პლატო-სადგერი-ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვარი-წაღვერი-ტიმოთესუბანი-დაბა-ბორჯომი.

5. ბორჯომი-ხაშური-ვაყა-ალი-რუისი-ურბნისი-ვარიანი-ძევერა-გორიჯვარი-გორი.

6. გორი-ქარელი-ძამას ხეობა-ხაშური.

7. ხაშური-სურამი-ქვიშხეთი-ტაშისკარი-ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი-ბორჯომი.

8. ბორჯომი-ლიკანი (პეტრეს ციხე)-მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-სლესის ციხე-აწყური-ხაშური.

9. ხაშური-გორი-უფლისციხე-მდ.ტანას ხეობა-ხაშური.

10. ხაშური-გორი-დოესი-ხოვლე-ნოსტე-კასპი-სამთავრო-თბილისი.

 

 

ანგარიშში წარმოდგენილია 1500-მდე ფოტოსურათებიდან გადარჩეული მასალა (იხ.დანართი 1), რომელიც პრეზენტაციისათვის დაყოფილია თემატური შინაარსის მიხედვით, თემები ეხება იმ ღირსშესანიშნაობებს, რომლებიც ტურისტებისათვის არის საინტერესო და წარმოადგენს შიდა ქართლის ბუნებრივ-რეკრეაციული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა რესურსულ პოტენციალს. სამწუხაროდ, შიდა ქართლის ათდღიანმა ექსპედიციამ ვერ დააფიქსირა რეგიონის ტურისტული ღირსშესანიშნაობების ბევრი ობიექტი, რომელთა მონახულება მომავლის  საქმეა. საველე მარშრუტებთან ერთად ჩვენ მნიშვნელოვნად დაგვეხმარება ძირითადი ლიტერატურული წყაროც: “საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა”, მე-5 ტომი, რომელიც ეძღვნება შიდა ქართლის რაიონებს და გამოცემულია 1990 წელს.

 

 ანგარიშში მასალა პირობითად დაყოფილია შემდეგი თემების მიხედვით:

 1. მდინარეთა ხეობები,

     

სურ.1 მტკვარი შიდა ქართლის ვაკეზე

 

2. ჰიდროტურისტული რესურსები,

სურ.2 წეროს ტბა

 

3. საკულტო ძეგლები (ეკლესია-მონასტრები), 


სურ.3 ატენის დედათა მონასტერი

 

4. მინერალური წყაროები ანუ ბალნეოკურორტები,   

                                 სურ.4 ციხისჯვარი, გოგირდის აბანო

 

5. სააგარაკო-საკურორტო და ტურისტული ადგილები,     

   სურ.5 ბაკურიანი                                       სააკაძის კოშკი (ნოსტე)                                          უფლისციხე

 

6. ფორტიფიკაციული ნაგებობანი (ციხესიმაგრეები),   

სურ.6 სლესის ციხე,                                                     სამწევრისის ციხე

 

7. გამოჩენილ ადამიანთა მშობლიური ადგილები (სახლ-მუზეუმები).   


სურ.7 ა. ჯავახიშვილის (სოფ. ძევერა)                             ი. გოგებაშვილის (სოფ. ვარიანი)

 

დაყოფა პირობითია, რადგან თითოეული ჯგუფი შინაარსობრივად შეიძლება რამდენიმე თემას შეიცავდეს. მაგალითად, სამწევრისის მაღლობზე ჯერ ციხე იყო, ახლა კი მის მიდამოებში დამატებით დედათა მონასტერია დაფუძნებული.

 

ბუნების მრავალფეროვნების და სილამაზის გვერდით თქვენ დაინახავთ მოსახლეობის ეკოლოგიურ უკულტურობას, ჯავახიშვილების სახლ-მუზეუმების მიტოვებულობას, ეკლესიების განახლება-აღმშენებლობას და სამონასტრო ცხოვრების გააქტიურების ნიმუშებს.

 

შედეგი: შეიმჩნევა ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალის მნიშვნელოვანი დინამიურობა რეგიონის ეკონომიკური ცხოვრების ფონზე და დიდია შიდა ქართლის ძეგლებისაგან მიღებული შთაბეჭდილება.