გეომორფოლოგიის განყოფილების ექსპედიცია

 

2010 წლის გაზაფხულ-ზაფხულში, ინსტიტუტის გლაციოლოგიურმა ჯგუფმა მყინვარ ზოფხიტოზე ჩაატარა სამენიერო-კვლევითი სამუშაოები: გაზაფხულის სეზონზე (მაისში) მოხდა აკუმულირებული თოვლის მასის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება. ზაფხულის სეზონზე (ივლისი-აგვისტო) მყინვარის ზედაპირზე მოეწყო  აბლაციის მაჩვენებლებზე პერიოდულად დაკვირვება სააბლაციო ლარტყების საშუალებით. აბლაციის პერიოდში მდ. ზოფხიტოზე მოხდა ჰიდროლოგიური საგუშაგოს მოწყობა და მდინარის ხარჯის პერიოდული გაზომვა. მოხდა მყინვარის დინამიკის დადგენა, და წინა წლებთან შედარება. ასევე მთელი ექსპედიციის განმავლობაში მყინვარის ენის ზედაპირზე დამონტაჟდა ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური. ამჟამად მიმდინარეობს საველე სამუშაოების დროს მოპოვებული მასალის დამუშავება.