ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილების ექსპედიცია

 

ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილების თანამშრომელთა მიერ საკვლევი თემის _ `საქართველოს გეოგრაფიული გარემოს ტრანსფორმაცია, ბუნებრივ-რესურსული პოტენციალის შეფასება და გეოინფორმაციული ბაზის შექმნა“ _ ფარგლებში, ჩატარდა ექსპედიცია იმერეთის რეგიონში. წინასწარ შერჩეული მარშრუტების მიხედვით,  განხორციელდა სხვადასხვა საველე სამუშაოები. 

ექსპედიციის მიზანი იყო, იმერეთის ბუნებრივი გარემოს ტრანსფორმაციისა, და ბუნებრივ-რესურსული პოტენციალის (სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, ტურისტულ-რეკრეაციული, დაცული ტერიტორიების კატეგორიების) შეფასება.

იმერეთის რეგიონი მდიდარია ბურებრივ-რესურსული პოტენციალით: სასარგებლო წიაღისეულით, ჰიდროენერგორესურსებით, კლიმატურ-ნიადაგური, ტურისტულ-რეკრეაციული (კურორტები, კარსტული მღვიმეები, დაცული ტერიტორიები) და სხვა.

განყოფილებაში მიმდინარეობს საკვლევი რეგიონის ფარგლებში საველე ექსპედიციის დროს მოპოვებული მასალის ანალიზი; მსხვილმასშტაბიანი ლანდშაფტური რუკების შედგენა GIS-ის საშუალებით; გარემოზე ბუნებრივი და ანთროპოგენური ზემოქმედების რაოდენობრივი და პროცენტული მაჩვენებლების განსაზღვრა; ნიადაგის ნიმუშების დამუშავება ლაბორატორიული გზით.