საქართველოს მყინვარების გლაციო-გეომორფოლოგიური კვლევა თანამედროვე კლიმატის ცვლილების ფონზე

 

დამფინანსებელი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

მოქმდების პერიოდი: 2013-2014 წწ.

ხელმძღვანელი: ლევან ტიელიძე


პროექტის ფარგლებში მოხდება მყინვარული აუზების ციფრული მოდელის შექმნა გოეინფორმაციულ სისიტემებში. აქ იგულისხმება, როგორც მისი სხვადსხვა მასშტაბის რელიეფის მოდელების შექმნა, ასევე ყველა მნიშვნელოვანი გეოგრაფიული, გეომორფოლოგიური და გლაცილოგიური ობიექტისა თუ მოვლენის აგეგმვა GPS-ით და მისი ციფრულ მოდელზე დატანა. ასევე მიღებული რელიეფის მოდელის დახმარებით დადგინდება მყინვარების უკანდავევის მასშტაბები გვინ პლეისტოცენიდან დღემდე, ძველი მორენების გავრცელების არეალები. მოხდება უკანასკნელი სტადიალური გამყინვარების მასშტაბების აღდგენა და ამ ასაკის მორენების აგეგმვა და მათი გავრცელების არეალების ციფრულ მოდელზე დატანა. შესაბამისად დაზუსტდება ამ პერიოდიდან მყინვარების უკანდახევის მაჩვენებელი, როგორც სიგრძეში, ასევე ფართობში. პროექტის ფარგლებში მოხდება 1950-ანი წლებიდან დღემდე არსებული და ხელმისაწვდომი აეროკოსმოსური და აეროფოტოსურათების დეშიფრირება. განისაზღვრება გამყინვარების დინამიკა XX საუკუნესა და  XXI საუკუნის დასაწყისში, დადგინდება და გამოიკვეთება კორელაციური კავშირები, ერთი მხრივ, მყინვარების მორფომეტრული მახასიათებლებსა (ფართობი, ენის სიგრძე, საშუალო სიმაღლე, ფირნის ხაზის სიმაღლე) და მეორე მხრივ - ფირნის ხაზის სიმაღლეზე საშუალო წლიურ ტემპერატურებსა და დადებით ტემპერატურათა ჯამებს შორის, რაც დაგვეხმარება მყინვარების რყევის დინამიკასა და თანამედროვე კლიმატის ცვლილების ურთიერთკავშირის დადგენაში.

ზოგიერთი დიდი მყინვარისათვის შეიქმნება  ანიმაციური რუკა გეოინფორმაციულ სისტემებში, მოხდება საქართველოს გლაციალური პარკისათვის ტერიტორიის შერჩევა და მეცნიერული დასაბუთება ტურისტული მიზნებისათვის. მოხდება უცხოელ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრები და მათი დაინტერესება საქართველოში მიმდინარე კვლევებით, ასვე მოხდება მყინვარების დინამიკაზე მოპოვებული მონაცემთა გაცვლა მსოფლიოს სხვადასხვა გლაციოლოგიური პროფილის სამეცნიერო ცენტრებთან. მაღალრეიტინგულ უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში გამოიცემა სტატია;

როგორც ავღიშნე შეიქმნება მყინვარული აუზების რელიეფის ციფრული მოდელები, მყინვარების მონაცემთა ბაზა სხვადასხვა წლებისათვის 1810 წლიდან (უკანასკნელი სტადიალური გამყინვარება) დღემდე - GIS პროგრამებში,  მნიშვნელოვანი გეოგრაფიული თუ გეომორფოლოგიური ობიექტების მონაცემთა ბაზა, რაც შესაძლებელია შემდეგში საფუძველი გახდეს მთელი საქართველოს სვადსხვა მდინარეთა აუზების გეომონაცემთა ბაზის შედგენისა. მიღებული შედეგები განთავსდება ინტერნეტში, თსუ-ის გეოგრაფიის ინსტიტუტის ვებგვერდზე და დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ მყინვარებთან და სხვა გეოგრაფიულ ელემნტებთან დაკავშირებით ინფორმაციის, ასევე რუკების გადმოწერა, შესაბამის ფორმატებში.