მიგარიას კირქვული მასივი კვლევა
ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოექსპედიციამ ლიტველ სპელეომყვინთავებთან ერთად მნიშვნელოვანი სპელეოლოგიური სამუშაოები განახორციელა მიგარიას კირქვული მასივის ფარგლებში მდებარე ქოს (მუხურის), შურუბუმუს და კარიერის მღვიმეების (ჩხოროწყუს რ-ნი), აგრეთვე ყვირას კირქვული მასივის (წალენჯიხის რ-ნი) სამხრეთ პერიფერიაზე ინწრას ხეობაში (მდ. მოროჟას აუზი), ასხის მასივზე, წეკელდის ქედის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე მდ. წაჩხურის აუზის (მარტვილის რ-ნი) და სენაკის მუნიციპალიტეტის სოფ. სახარბედიოს მიდამოებში მდებარე სპელეოობიექტებში.
ამ უკანასკნელში მოხერხდა 100 მ სიგრძის და 32 მ სიღრმის დახრილი წყლიანი დერეფნის აკვალანგებით გაცურვა. მღვიმის ბოლოში ნაზვავი ლოდნარის გაწმენდის შემდეგ მოსალოდნელია მღვიმის შემდგომი გაგრძელება. ქართველი და ლიტველი მკვლევრების მიერ მონიშნულ მღვიმეებში წყალქვეშა სამუშაოების გაგრძელება ა.წ. ზაფხულშია დაგეგმილი.