გამოიცა საქართველოს ეროვნული ატლასი

 

  1.  

 

ეროვნული ატლასი წარმოადგენს სამეცნიერო-საცნობარო ხასიათის კომპლექსურ გეოგრაფიულ და კარტოგრაფიულ ნაწარმოებს. მასში განთავსებული თემატური რუკები შედგენილია ცნობილი ქართველი მეცნიერების მიერ და საფუძვლად უდევს შესაბამისი დარგების თანამედროვე მეცნიერული მიღწევები. ატლასის რუკების ელექტრონული ვერსია შეიქმნა თანამედროვე გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების (GIS) გამოყენებით. ატლასის პროექტი შესრულდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის მონაწილეობით.

ატლასში მოთავსებულია 135 სხვადასხვა თემატური რუკა.

 

ატლასის შეძენა შესაძლებელია მაღაზიათა ქსელში ,,ლატერნა" - ფალიაშვილის ქ. #80, ბუდაპეშტის ქ. #3ა; ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში; ს.ს. ,,კარტოგრაფია" ფ. მოსულიშვილის ქ. #1; სავაჭრო ცენტრი ,,კარფური"