გიორგი ლომინაძე

 

 

განათლება:

1997 წ. - გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი.  სადისერტაციო თემა ,,შავი ზღვის კოლხეთის სანაპიროს ლითოდინამიკა”.

1978-1981 წ.წ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტი.

1972-1974 წ.წ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფიზიკის  ფაკულტეტი.

1974-1978 წ.წ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი.

 

სამუშაო გამოცდილება:

პედაგოგიური:

2005-2010 წ.წ. - თსუ-ის ფიზიკური გეოგრაფიის და გარემოს დაცვის კათედრა, სამაგისტრო კურსის ხელმძღვანელი: 1. უახლესი ტენდენციები გეოგრაფიაში; 2. გარემო და მდგრადი სისტემები.

 

სამეცნიერო:

2009 წლიდან დღემდე თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი.

2006-2009 წ.წ. - სსიპ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილების უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი.

2001-2006 წ.წ. - ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის ზღვის სანაპირო ზონის პროცესების შემსწავლელი ჯგუფის უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი.

1997-2001 წ.წ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ეგზოდინამიკური პროცესების შემსწავლელი ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი.

 

ექსპედიციები:

2011 წ. - გემორფოლოგი-ექსპერტი Mott MacDonald Group-ის და Clean Energy Group-ის მიწვევით.

2005-2010 წ.წ. - კომპლექსური საველე კვლევები საქართველოს მთიან და ზღვისპირა რეგიონებში.

2004-2005 წ.წ. - კომპლექსური სამეცნიერო ექსპედიცია ზღვის სანაპირო ზოლში მდ. ჭოროხის შესართავიდან ბათუმის კონცხამდე. მდ. ჭოროხის აუზში (თურქეთი) კაშხლების მშენებლობისა და ზღვის სანაპიროზე მათ ზეგავლენასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა.

2003 წ. - საქართველოს ტერიტორიაზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობაზე British Petroleum Company-ს მიერ მიწვეული ექსპერტი-გეომორფოლოგი

2001 წ. - ქალაქ ფოთის საზღვაო პორტის მოსილვისა და მდ. რიონის ახალი დელტის ევოლუციის პრობლემების შემსწავლელი სამეცნიერო ექსპედიცია.

1990 წ. - ლაჯანურის წყალსაცავზე წარმოქმნილი აღმავალი აკუმულაციის პრობლემის შემსწავლელი სამეცნიერო ექსპედიცია.

1986-1989 წ.წ. - ენგურის, წალკისა და შაორის წყალსაცავებზე ნაპირფორმირებასთან დაკავშირებული პრობლემების შემსწავლელი ექსპედიციები.

1979-1986 წ.წ. - ზღვის სანაპირო ზონაში მდ. კოდორსა და მდ. ნატანების შესართავებს შორის მდებარე სანაპიროზე არსებული პროცესების შემსწავლელი ექსპედიციები.

 

სამეცნიერო გრანტები:

2009-2012 წ.წ. - საქართველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის N GNSF/ST 08/5-429. “ქვემო ქართლისა და ჯავახეთის ბუნებრივ-რეკრეაციული პოტენციალი: შეფასება და გამოყენების პერსპექტივა“, მენეჯერი.

2009-2012 წ.წ. - საქართველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის N GNSF/ST 08/5-438. „კახეთის მხარის თანამედროვე გეოეკოლოგიური მდგომარეობა და მისი გაჯანსაღების გზები“, მონაწილე.

2011 წ. - ოსაკას უნივერსიტეტისა, იაპონია (Osaka University, Japan) გრანტი და საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (სამოგზაურო გრანტი) ერთობლივი დაფინანსება ჩატარებულია  სემინარები ვასედასა (ტოკიო) და ოსაკას უნივერსიტეტებში, თებერვალი.

2006-2009 წ.წ. - საქართველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის N GNSF/ST 06/5-07406/5-074. „წყალტუბოს (ყუმისთავის) მღვიმური სისტემისა და მიმდებარე სპელეოობიექტების კვლევა და მათი სამეურნეო გამოყენების პერსპექტივები“, მონაწილე.

2001 წ. - „ანთროპოგენული პრობლემები საქართველოსა და საბერძნეთის ზღვის სანაპირო ზონაში და მათი გადაწყვეტის გზები“. საქართველო-საბერძნეთის ერთობლივი პროექტი, დაფინანსებული ევროკავშირისა და საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტის მიერ.

1999 წ. - სტაჟირება (7.04-7.08) მერილენდის უნივერსიტეტის (University of Maryland, USA) აღმოსავლეთ-დასავლეთის კოსმოსური კვლევის სამეცნიერო ცენტრში დისტანციური მეთოდებისა (Remote Sensing) და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობა გეომორფოლოგიასა და ზღვის სანაპირო პროცესების შესასწავლად. წარდგენილია მოხსენება: „საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს მორფოდინამიკის პროცესების საკითხები“.

1995 წ. - საუთ ჰემფტონის (Sauthampton) უნივერსიტეტის ოკეანოგრაფიის დეპარტამენტი, დიდი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების (Royal Society) გრანტი, მაისი-ივნისი.

1990 წ. - სან ჟოზე დოს კამპუსი, ბრაზილია (São José dos Campos, Brazil), ბრაზილიის დისტანციური კვლევის ინსტიტუტის გრანტი, აგვისტო-სექტემბერი.

 

კონფერენციებში მონაწილეობა:

საქართველო - 14; საერთაშორისო - 14.

 

სამეცნიერო ნაშრომები:

2 მონოგრაფია, 37 სტატია (აქედან ქართულად - 11, რუსულად - 17, ინგლისურად - 9).

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

g_lomin@hotmail.com