პროფესორ ლევან მარუაშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
გაცნობებთ, რომ 2012 წლის ოქტომბერ-ნოემბერში თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი პროფესორ ლევან მარუაშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი.
კონფერენციის თემატიკა:
- ფიზიკური გეოგრაფია
- საზოგადოებრივი გეოგრაფია
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.
გთხოვთ კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2012 წლის 20 მაისამდე გამოაგზავნეთ სრული სტატია (არაუმეტეს 10 გვერდისა) შემდეგ ელ. ფოსტაზე: nchikhradze@yahoo.com
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ სამოტივაციო წერილი