გეოგრაფიის ინსტიტუტი ჩაერთო საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთობლივ პროექტში

 

პროექტის მიზანია საქართველოს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენა, აღრიცხვა და ნორმალიზება.

 

პროექტი მიმდინარეობს თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს  ურთიერთ თანამშრომლობით (2011-2012 წ.წ.).

 

მიმდინარე პროექტში ასევე მონაწილეობენ ივანე ჯავახიშვილის ისტორიის ინსტიტუტი, ეთნოლოგიის ინსტიტუტი და არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი.