გამოიცა გეოგრაფიის ინსტიტუტის "შრომათა კრებული ახალი სერია #3(82)"

 




ნაშრომი  მიეძღვნა  აკადემიკოს თეოფანე დავითაიას ხსოვნას, დაბადებიდან 100 წლისთავის გამო. აღნიშნულ გამოცემაში მოთავსებულია გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერებისა და გეოგრაფიის სფეროში მოღვაწე სხვა ქართველი და უცხოელი მეცნიერების კომპლექსური კვლევების შედეგები,  სამეცნიერო ნაშრომების სახით. ასევე საერთაშორისო კონფერენციის „გარემო და გლობალური დათბობა“ მასალები.