გამოიცა ახალი მონოგრაფია - "საქართველოს რელიეფი"

 

 

მონოგრაფიაში ,,საქართველოს რელიეფი” მოცემულია ჩვენი ქვეყნის რთული და მრავალფეროვანი რელიეფის იერსახე: დაკბილული, თოვლ-ყინულიანი მთები., საშუალო და მაღალმთიანი ღრმად დანაწევრებული რელიეფი, ჩქერიან-ჩანჩქერიანი  ვიწრო და ღრმა ხეობები, ზღვისპირა დაბლობები, ვულკანური კონუსები და ლავები, ზეგნები და ქედები, მთებს შორის მოქცეული ერთმანეთისაგან განსხვავებული ვაკეები, ქვაბულები და მაღლობები, ზედაპირული და მიწისქვეშა კარსტული ფორმები, რაც მას განსაკუთრებულ სილამაზეს ანიჭებს. წიგნში განხილულია საქართველოს რელიეფის მორფოლოგია, გეოდინამიკური პროცესები ცალკეული ოროგრაფიული ერთეულების მიხედვით.

მონოგრაფია გათვალისწინებულია გეოგრაფიული მეცნიერებით დაინტერესებულ პირთათვის. წიგნი ასევე დიდ დახმარებას გაუწევს სტუდენტებსა და მოსწავლეებს.

 

ავტორი: რამინ გობეჯიშვილი