ქვემო ქართლისა და ჯავახეთის ბუნებრივ-ტურისტული პოტენციალი: შეფასება და გამოყენების პერსპექტივა

 

პროექტი ხორციელდება როგორც რუსთაველის ეროვნული  სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო პროექტი,  რომელიც დაიწყო 2009 წელს და მთავრდება 2012 წელს, ანუ შედის დამამთავრებელ ფაზაში. პროექტში მონაწილეობენ გეოგრაფიიის ინსტიტუტის გეომორფოლოგიისა და ეკონომიკური გეოგრაფიის განყოფილებათა თანამშრომლები. შესრულებულია ყველა ძირითადი ამოცანა: რეგიონების ბუნებრივი და ანთროპოგენური ლანდშაფტების, ბუნებისა და ისტორიული ძეგლების კვლევა, გამოყოფილია ბუნებრივ-ტურისტული რეგიონები, ზონები და ქვეზონები, შექმნილია მსხვილმასშტაბიანი რუკები, სქემები, შეგროვდა დიდძალი ფოტო და ვიდეომასალა, რომლის საფუძველზე შეიქმნა ქვემო ქართლისა და ჯავახეთის ბუნებრივ-ტურისტული პოტენციალის ამსახველი დოკუმენტური ვიდეოფილმები. 2010 წელს თეთრიწყაროში, 2011 წელს დმანისში, ხოლო 2012 წელს ახალქალაქში ჩატარდა პროექტის თემატიკასთან დაკავშირებული სამეცნიერო კონფერენციები, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც პროექტის ძირითადმა შემსრულებლებმა, ასევე ახალქალაქის, თეთრიწყაროსა და დმანისის გამგეობების, დმანისის კულტურული ცენტრისა და საზოგადოებრივობის წარმომადგენლებმა.Kკონფერენციებზე ნაჩვენები იქნა კვლევის პერიოდში შეგროვილი ფაქტიური მასალის, ფოტო და ვიდეო დოკუმენტების საფუძველზე შექმნილი სამეცნიერო ვიდეოფილმები.

 

ამჟამად მიმდინარეობს პროექტების დახურვისათვის მოსამზადებელი სამუშაოები. ხელახალი დაფინანსების შემთხვევაში ასეთი სამუშაოები გაგრძელდება როგორც ზემოთაღნიშნულ, ასევე სხვა რაიონებშიც.