მყინვარ ზოფხიტოს მასის ბალანსის მონიტორინგი კლიმატის ცვლილების ფონზე

 

აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. მასზე მუშაობა დაიწყო 2009 წლიდან. გრანტი ფაქტიურად წარმოადგენდა INTAS-ის გრანტის `კავკასიაში კლიმატის ცვლილება, მყინვარების დინამიკა და მდინარეული ჩამონადენი~ (2006-2008) ერთგვარ გაგრძელებას. მის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოში გლაციოლოგიური კვლევების გაგრძელება, რომელიც შეწყდა გასული საუკუნის 90-იან წლებში.

 

2009-2010 წლებში ექსპედიციები ჩატარდა მყინვარ ზოფხიტოზე (რაჭის კავკასიონი), ხოლო 2011 წელს მყინვარ ჭალაათზე (სვანეთის კავკასიონი). დაკვირვება ძირითადად წარმოებდა მყინვარის აუზში კლიმატის ელემენტებზე, მყინვარულ ჩამონადენსა და აბლაციაზე. მაისის თვეში ტარდებოდა თოვლის საფარის აგეგ¬მვა. ექსპედიციების დროს სხვადასხვა მეთოდების გამოყნებით შესწავლილი იქნა მყინვარების თანამედროვე დინამიკა და გამყინვარების ევოლუცია ზედა პლეისტოცენსა და ჰოლოცენში.