ზემო ხოდაშენის სტაციონარი

 

 გიორგი ჩანგაშვილის სახელობის  ზემო ხოდაშენის ეგზოდინამიკური პროცესების შემსწავლელი სამეცნიერო-სასწავლო  ცენტრი

                        

ზემო ხოდაშენის თანამედროვე სტიქიური გეომორფოლოგიური პროცესების შემსწავლელი სტაციონარი დარსდა 1984 წელს, ახმეტის რაიონის ს.ზემო ხოდაშენში.  ამ სტაციონარის ბაზაზე ტარდებოდა კვლევითი სამუშაოები კახეთის მხარის სტიქიური მოვლენების შესასწავლად. 2008 წლის ნოემბერში, სტაციონარს ეწოდა “ზემო ხოდაშენის ეგზოდინამიკური პროცესების შემსწავლელი სამეცნიერო-სასწავლო ცენტრი” და მიენიჭა მისი დამაარსებლის გიორგი ჩანგაშვილის სახელი. ცენტრს გააჩნია სამეცნიერო-კვლევითი აპარატურა - სხვადასხვა მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური, გეოდეზიური ხელსაწყოები, საყოფაცხოვრებო ინვენტარი. 

 

შენობას ყავს დარაჯი - ფირუზ ჯავახიშვილი. ცენტრის ბაზაზე მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები და სტუდენტური პრაქტიკები, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პროფესიულ დაოსტატებას.  ცენტრს ამჟამად ხელმძღვანელობს ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი მ. გონგაძე