2010-2013 წლების სამეცნიერო პროგრამა

 

სამეცნიერო   პროგრამა 2010 -2013 წ.წ.


პრიორიტეტული მიმართულებები


პრიორიტეტი. I

 

საქართველოს ატლასების და სასწავლო რუკების შედგენა და გამოსაცემად მომზადება. (კოორდინატორები: გეოგრ. მეცნ.დოქტორი, სრული პროფესორი რ. გობეჯიშვილი, გეოგრ. აკად. დოქტორები - ნ. ბოლაშვილი, ა. ჯავახიშვილი)

 

მიზანი: გეოგრაფიული ობიექტების, მოვლენების, პროცესებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე არსებული ინფორმაციის სისტემატიზაცია და კარტოგრაფირება.

 

ამოცანა: კოსმოსური სურათების, რელიეფის სამგანზომილებიანი მოდელებისა და ლიტერატურული წყაროების დახმარებით გეოგრაფიული და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების მდებარეობის, გავრცელების არეალებისა და მათზე არსებული ინფორმაციის დაზუსტება. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შესაბამისი საინფორმაციო სისტემის შექმნა.

 

ღონისძიება: არსებული ინფორმაციის მოპოვება-დამუშავება და საველე გამოკვლევების ჩატარება. გეოგრაფიული ობიექტების, მოვლენების, პროცესებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა ბაზების შექმნა.

 

შედეგი: ეროვნული ატლასის გამოცემა, სასკოლო ატლასის და სხვადასხვა მასშტაბისა და თემატიკის რუკების შედგენა-მომზადება.

 

პროგრამა I1. საქართველოს ნაციონალური ატლასის გამოსაცემად მომზადება.

 

პროგრამა I2. სასკოლო ატლასის და სხვადასხვა მასშტაბისა და თემატიკის რუკების შედგენა.

 

პრიორიტეტი II. საქართველოს რელიეფის პლასტიკა და დინამიკა

 

(კოორდინატორები: გეოგრ. მეცნ.დოქტორი, სრული პროფესორი რ. გობეჯიშვილი, გეოგრაფიის მეცნ. დოქტორი ე. წერეთელი, გეოგრაფიის აკად. დოქტორი მ. გონგაძე) 2010-2013 წ.წ.

 

პრობლემის გადაწყვეტა მოითხოვს საქართველოს რელიეფის დეტალურ კვლევას და დახასიათებას ოროგრაფიის, მორფომეტრიის და მორფოლოგიის თვალსაზრისით. შესწავლილი იქნება რელიეფში მიმდინარე ეგზოდინამიკური პროცესები, მოხდება მათი შეფასება და პროგნოზი. ჩატარებული იქნება მყინვარების მონიტორინგი გლობალური დათბობის ფონზე.

 

დადგენილ იქნება გამყინვარების ევოლუცია ზედაპლეისტოცენში. შესწავლილ იქნება რელიეფის ანთროპოგენური ტრანსფორმაცია და შეიქმნება შესაბამისი თემატიკის რუკა. გამოკვლეული იქნება რელიეფის გენეტური კომპლექსები და მათი ანალიზის საფუძველზე შედგება საშუალო მასშტაბის გეომორფოლოგიური რუკა. პრობლემა რთულია და ხანგრძლივ სამუშაოს საჭიროებს. ამ პრობლემების გადასაწყვეტად 2010-2013 წლებში გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილებაში შესრულდება შემდეგი სამუშაოები:

 

პროგრამა II1. კახეთის მხარეში მიმდინარე ეგზოდინამიკური პროცესები და რელიეფის ანთროპოგენური ტრანსფორმაცია - (კოორდინატორები: გეოგრ. მეცნ.დოქტორი, სრული პროფესორი რ. გობეჯიშვილი, გეოგრ. აკად. დოქტორი მ. გონგაძე)

 

მიზანი: ბუნებრივი სტიქიური პროცესების კვლევა და რელიეფზე ადამიანის საქმიანობის ზეგავლენის შედეგების შესწავლა.

 

ამოცანა: სტიქიური პროცესების წარმოქმნის მიზეზების გამოვლენა და რელიეფის ყველაზე მასშტაბური ანთროპოგენური ცვლილებების უბნების გამოყოფა.

 

ღონისძიება: ამოცანის შესაბამისად პერმანენტული ხასიათის საველე და კამერალური კვლევითი სამუშაოების ჩატარება კახეთის მხარეში. პროგრამა შესრულდება კახეთის გეოდინამიკური პროცესების სტაციონარის ბაზაზე.

 

შედეგი: კახეთის მხარეში სტიქიური პროცესების წარმოქმნის აღმოფხვრა ან მათი განვითარების ტემპების შენელება, რელიეფის ანთროპოგენური ცვლილებების საერთო სურათის წარმოჩენა და მდგომარეობის ოპტიმიზაციის გზების დასახვა. შედგენილი იქნება რელიეფის ეგზოდინამიკური პროცესების და ანთროპოგენური ტრანსფორმაციის მსხვილმასშტაბიანი რუკები.

 

პროგრამა II2. კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე ღვარცოფული პროცესების კვლევა, რისკი და პროგნოზი (კოორდინატორები: გეოგრ. მეცნ.დოქტორი  ე. წერეთელი, გეოგრ. მეცნ.დოქტორი, სრული პროფესორი რ. გობეჯიშვილი, 2010-2012 წ.წ.

 

მიზანი: საქართველოს მრავალსპექტრიანი გეოდინამიკური პროცესის (ღვარცოფული მოვლენების) გამოვლენა, შესწავლა და მათ მიერ გამოწვეული ეკოლოგიური შედეგების შეფასება. ღვარცოფების აქტივობის პერიოდების კავშირი კლიმატთან.

 

ამოცანა: ღვარცოფული მოვლენების წარმოქმნა-რეაქტივიზაციის ფაქტორთა კანონზომიერებების გაანალიზება და მისი დროსა და სივრცეში ცვალებადობის ტენდენციების სხვადასხვა დონის პროგნოზი.

 

ღონისძიება: საველე კვლევები ღვარცოფსაშიშ ზონებში. 

- 2010 წელი, სვანეთი,

- 2011 წელი, რაჭა-ლეჩხუმი, დასავლეთი კავკასიონი,

- 2012 წელი, აღმოსავლეთ კავკასიონი,

- 2013 წელი, თემის დასრულება.

 

შედეგი: განისაზღვრება ღვარცოფების შესაძლო ეკოლოგიური გართულებები და მოხდება ტერიტორიის ზონირება საშიშროების კლასების მიხედვით.

 

პროგრამა II3. სამხრეთ საქართველოს მთიანეთის გეომორფოლოგიური დახასიათება და გეოდინამიკური პროცესების რისკი და შეფასება. (კოორდინატორები: გეოგრ. მეცნ.დოქტორი, სრული პროფესორი რ. გობეჯიშვილი, გეოგრ. მეცნ.დოქტორი  ე. წერეთელი) 2010-2012 წ.წ.

 

მიზანი: სამხრეთ საქართველოს მთიანეთის რელიეფის დეტალური კვლევა, მისი გეომორფოლოგიური დახასიათება.

 

ამოცანა: შესწავლილი იქნება ამ ტერიტორიაზე მიმდინარე ეგზოდინამიკური პროცესები.

 

ღონისძიება: მოხდება გეოდინამიკური პროცესების რისკის შეფასება, პროგნოზი და შედგენილი იქნება შესაბამისი თემატიკის რუკები. დამუშავდება რამოდენიმე წლის აეროფოტოსურათები და მოხდება მათი შედარება.

 

შედეგი: გამოკვლეული რელიეფის გენეტური კომპლექსების ანალიზის საფუძველზე შედგება გეომორფოლოგიური რუკა.

 

პროგრამა II4. მიგარიას და წყალტუბოს (ყუმისთავის) კირქვული მასივების კარსტის და უნიკალური მღვიმური სისტემების (შურუბუმუ, კურზუ, ფოთოლცვენის, წყალტუბოს და სხვ.) გამოყენების პერსპექტივები (კოორდინატორი  გეოგრ. აკად. დოქტორი  კ. წიქარიშვილი) 2010-2013 წ.წ.

 

მიზანი: მიგარიას კირქვული მასივის ფენომენების შესწავლა, ნაკარნახევი რეგიონში მეურნეობის რაციონალური წარმართვის ინტერესებისათვის. დასახლებულ პუნქტებთან და, რაც მთავარია, ლუგელას ცნობილ სამკურნალო წყაროებთან სიახლოვე, და თანაც მღვიმის ტურისტულ მარშრუტებში ჩართვით მრავალი დამსვენებლის, ტურისტული ჯგუფის და ცალკეულ მოგზაურთა მოზიდვა.

 

ამოცანა: აღნიშნული მღვიმური სისტემისა და მიმდებარე სპელეოობიექტების კეთილმოწყობისა და მათი უსაფრთხო ტურისტული და სპელეოთერაპიული ექსპლუატაციის წინაპირობების გამოვლენა, რასაც დიდი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული მოძრაობის განვითარებისათვის.

 

ღონისძიება: კომპლექსური გამოკვლევების მისაღწევად გამოყენებული იქნება ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევის როგორც ტრადიციული, ისე უახლესი მეთოდიკური სისტემა.

 

შედეგები: ახალი ათონისა და წყალტუბოს კეთილმოწყობილი მღვიმეების მაგალითზე, რომელთა გამოკვლევა და ტურისტული მიზნებისათვის აღჭურვა გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერთა დამსახურებაა, იძლევა იმის გარანტიას, რომ მიგარიას მასივის პერსპექტიული მღვიმეების ტურისტული ექსპლუატაციაც წარმატებით განხორციელდება. გაღრმავდება სამეცნიერო კონტაქტები უცხოელ, მათ შორის ფრანგ სპელეოლოგთა ჯგუფთან.

 

პრიორიტეტი III. საქართველოს თოვლ-მყინვარული რესურსების  მონიტორინგი გლობალური დათბობის ფონზე (კოორდინატორები: გეოგრ. მეცნ.დოქტორი, სრული პროფესორი რ. გობეჯიშვილი) 2010-2013 წ.წ.

 

პროგრამა III1. თანამედროვე მყინვარების დინამიკა და ძველი გამყინვარების რეკონსტრუქცია საქართველოში.

 

მიზანი: უახლესი და ძველი კოსმოსური მასალების საფუძველზე შესწავლილი იქნება  უკანასკნელი 20 წლის მანძილზე მყინვარების მორფოლოგია და დინამიკა. დადგენილ იქნება ცალკეული მყინვარების დინამიკა როგორც ლიტერატურული, ისე ბოლო პერიოდის საველე კვლევების საფუძველზე, დაზუსტდება ზედა პლეისტოცენური და ჰოლოცენური გამყინვარების ევოლუცია.

 

ამოცანა: მდინარეების ენგურის, რიონის, თერგის აუზის მყინვარების საველე კვლევა:

2010 წელი მდინარე ენგურის აუზი;

2011 წელი მდინარე რიონის აუზი;

2012 წელი მდინარე თერგის აუზი;

2013 წელს თემის დასრულება.

 

ღონისძიება: 2012 წლისთვის გამოიცემა მონოგრაფია „გამყინვარების ევოლუცია ზედა პლეისტოცენში“. შესრულდება აგრეთვე მყინვარ ზოფხიტოს მონიტორინგი უახლესი მეთოდების და ხელსაწყოების საშუალებით, ბოლო პერიოდში კლიმატის დათბობის ფონზე.

 

შედეგი: მყინვარების ენის დინამიკის, ჩამონადენის და კლიმატის ცვლილებებს შორის კორელაციური კავშირის დადგენა, კლიმატის გლობალური დათბობის ფონზე.

 

პროგრამა III2. მყინვარ ზოფხიტოს (ცენტრალური კავკასიონი) მონიტორინგი გლობალური დათბობის ფონზე, (კოორდინატორები: გეოგრ. მეცნ.დოქტორი, სრული პროფესორი რ. გობეჯიშვილი, მეცნიერ თანამშრომელი: დ. სვანაძე)

 

მიზანი: საქართველოს მყინვარებზე სტაციონარული დაკვირვებების განახლება თანამედროვე ტექნოლოგიებით და შედეგების მსოფლიო გლაციოლოგიური მონიტორინგის სისტემაში ჩართვა.

 

ამოცანა: მყინვარ ზოფხიტოს მასის ბალანსის მონიტორინგი გლობალური დათბობის ფონზე. დეტალურად იქნება შესწავლილი მყინვარულ აუზში აკუმულაცია, აბლაცია, მყინვარის ენის დინამიკა, მყინვარული ჩანომადენი და მათი ურთიერთკავშირი კლიმატის ძირითად მახასიათებლებთან.

 

ღონისძიება: საველე სამუშაოები მყინვარ ზოფხიტოზე (მაისი-სექტემბერი).

 

შედეგი: ნივალურ-გლაციალურ ზონაში მიმდინარე თანამედროვე კლიმატური პროცესების კავშირი მყინვარის რეჟიმთან. მიღებული მონაცემების საფუძველზე დადგენილი იქნება მყინვარის მასის ბალანსი.

 

პრიორიტეტი IV. საქართველოს ჰიდრო-კლიმატური რესურსების კვლევა და შეფასება კლიმატის ცვლილების ფონზე (კოორდინატორები გეოგრ. აკად. დოქტორები: დ.მუმლაძე, ვ. გელაძე, ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი კ. თავართქილაძე) 2010-2013 წ.წ.

 

მიზანი:  კლიმატის თანამედროვე ცვლილების ფონზე კლიმატური და წყლის რესურსების შეფასება სამეურნეო გამოყენების თვალსაზრისით.

 

ამოცანა: კლიმატის ძირითადი ელემენტებისა და წყლის რესურსების მონაცემთა ბაზის შექმნა.

 

ღონისძიება: საველე ექსპედიციების ჩატარება, მოპოვებული მასალის სტატისტიკური მეთოდით დამუშავება.

 

შედეგი: შეიქმნება კლიმატური და წყლის რესურსების მონაცემთა ბაზები, რომელიც გამოყენებულ იქნება სამეურნეო თვალსაზრისით.

 

პროგრამა IV1. აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული და თანამედროვე კლიმატი და მათი დინამიკა (კოორდინატორი გეოგრ. აკად. დოქტორი დ.მუმლაძე) 2010-2012 წ.წ.

 

მიზანი: შესწავლილი იქნება თანამედროვე და ისტორიული კლიმატის ის თავისებურებანი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ პირობებზე და ეკოსისტემებზე.

 

საქართველოს თერმულ მაჩვენებლებსა და ვოლფის რიცხვებს შორის შესაძლო კორელაციური კავშირების გამოყენებით მოხდება ქ. თბილისის თერმული რეჟიმის რეკონსტრუქცია უკანასკნელი საუკუნისათვის.

 

ამოცანა: კლიმატის ძირითადი ელემენტების - ჰაერის ტემპერატურისა და ატმოსფერული ნალექების საუკუნეობრივ მსვლელობაში უნდა გამოვლინდეს რაიმე კანონზომიერებანი (მხედველობაში გვაქვს ძირითადად ციკლურობა) და ასევე, უნდა მოხდეს მრავალწლიური ნორმიდან ამ ელემენტების ანომალური გადახრის სიხშირისა და სიდიდის დადგენა, ატმოსფეროს ცირკულაციურ პროცესებთან კავშირში.

 

ღონისძიება: ამის შესასრულებლად საჭიროა ხსენებულ თემატიკაზე არსებული სამეცნიერო ლიტერატურის ღრმა ანალიზი, ისტორიულ წყაროებში (დაწყებული ანტიკური ხანიდან) გაბნეული კლიმატის საკითხთან დაკავშირებული მასალის მოძიება, კლიმატური მონაცემების ბაზის შევსება და მათი სტატისტიკური და სხვა მეთოდების გამოყენებით დამუშავება.

 

შედეგი: დადგინდება საქართველოს როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე კლიმატის თავისებურებანი და მათი დინამიკა, რომელიც აისახება მონოგრაფიით "კლიმატის ცვლილება საქართველოში" (სავარაუდო სახელწოდება).

 

პროგრამა IV2. კახეთის წყლის რესურსები (კოორდინატორი: გეოგრ. აკად. დოქტორი:  ვ. გელაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამონაწილეობით) 2010-2012 წ.წ.

 

მიზანი: კახეთის ტერიტორიაზე არსებული ყველა სახის წყლის რესურსის რაოდენობრივი მახასიათებლების მონაცემთა ბაზის შექმნა გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით, რომელიც ეფექტურად გამოიყენება საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგში.

 

ამოცანა: ყველა სახის წყლის რესურსის მონაცემთა ბანკის შექმნა შემდეგი  მახასიათებლებისთვის 1. დასახელება, 2. გეოგრაფიული მდებარეობა, 3. ჰიდრომორფომეტრიული მახასიათებლები - სიგრძე, ფართობი, სიღრმე (მაქსიმალური, საშუალო), ხარჯი და სხვ.

 

ღონისძიება: საველე ექსპედიცია, ჰიდრომეტეოროლოგიური სახის მონაცემთა მოპოვება და მათი სტატისტიკური დამუშავება.

 

შედეგი: შეიქმნება წყლის რესურსების მონაცემთა ბაზა, რომელიც ეფექტურად იქნება გამოყენებული სამელიორაციო, სასოფლო–სამეურნეო და სამშენებლო მიზნებისთვის. შედგება რუკები, სქემები, გრაფიკული მასალა.

 

პროგრამა IV3. ზღვის გავლენა ატმოსფეროს გაჭუჭყიანებასა და ჰავის ფორმირებაზე (კოორდინატორი ფიზ.–მათ. მეცნ. დოქტორი კ. თავართქილაძე) 2010-2013 წ.წ.

 

მიზანი: ზღვის გავლენის შეფასება ატმოსფეროს გაჭუჭყიანებასა და  ჰავის ფორმირების პროცესზე.

 

ამოცანა: სანაპირო ზონაში ზღვისმიერი წარმოშობის ატმოსფერული აეროზოლების წარმოქმნის მოდელირება ქარის სიჩქარისა და მიმართულების გათვალისწინებით.

 

ღონისძიება: ზღვის სანაპირო ზონაში ატმოსფერული აეროზოლების ოპტიკური სიმკვრივის ცვლილების ექსპერიმენტული შესწავლა სხვადასხვა სიჩქარისა და მიმართულების ქარის შემთხვევაში.

 

შედეგი: ატმოსფეროს გაჭუჭყიანებასა და ჰავის ფორმირებაზე ზღვის გავლენის ანალიზური შეფასების გეოგრაფიული, ფიზიკური და მათემატიკური მოდელების შექმნა.

 

 

პრიორიტეტი V. საქართველოს ბუნებრივი და ანთროპოგენური პროცესების ზეგავლენით შეცვლილი ლანდშაფტების დინამიკა ბოლო 100 წლის მანძილზე. (კოორდინატორები: გეოგრაფიის აკად. დოქტ. გ. ლომინაძე, გეოგრ. მეცნ. დოქტორი ი. ბონდირევი) 2010-2013 წ.წ.

 

მიზანი: საქართველოს ლანდშაფტების ბუნებრივი და ანთროპოგენური ცვლილებების დადგენა და შეფასება.

 

ამოცანა: ლანდშაფტების ცვლილების მასშტაბის და ხარისხის შეფასება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში და ბუნებრივ-ლანდშაფტურ ზონებში. საქართველოს ცალკეული რეგიონების ანთროპოგენიზაციის პროცესების ინტენსივობის დადგენა ადამიანის სამეურნეო ზემოქმედების ფონზე.  ბუნებრივი, ბუნებრივ-ანთროპოგენური და ანთროპოგენური ლანდშაფტების რაოდენობრივი და პროცენტული მაჩვენებლების განსაზღვრა.

 

ღონისძიება: საველე ექსპედიციის (კვლევის) ჩატარება საქართველოს ცალკეულ რეგიონებში. მოპოვებული მასალის დამუშავება GIS-ის ტექნოლოგიის მეშვეობით. ეტალონური უბნების ლანდშაფტური კვლევა სხვადასხვა მასშტაბის აეროფოტოსურათების და კოსმოსური მასალების დეშიფრირების საფუძველზე.

 

შედეგები: ჩატარებული კვლევების საფუძველზე შემუშავდება ლანდშაფტების აღდგენის, რაციონალური გამოყენების ღონისძიებები სასოფლო–სამეურნეო, ტურისტულ-რეკრეაციული, ბუნების დაცვითი და ადამიანის საქმიანობის სხვა სფეროებისათვის. შედგენილი იქნება ციფრული მსხვილმასშტაბიანი ლანდშაფტური რუკა და ბუნებათსარგებლობის რუკები.

 

პროგრამა V1. Aაჭარა - გურიის ბუნებრივი გარემოს ცვლილებების დინამიკა (კოორდინატორები: გეოგრ. აკად. დოქტორები: გ. ლომინაძე, ე. სალუქვაძე). 2010-2011 წ.წ.

 

მიზანი: გურიის რეგიონის ბუნებრივი გარემოს ცვლილებების დადგენა. შავი ზღვის სანაპირო ზოლის ლანდშაფტების რაოდენობრივი და პროცენტული მაჩვენებლების განსაზღვრა.

 

ამოცანა: ბუნებრივი, ბუნებრივ-ანთროპოგენური და ანთროპოგენური ლანდშაფტების რაოდენობრივი და პროცენტული მაჩვენებლების განსაზღვრა.

 

ღონისძიება: საველე ექსპედიციის ჩატარება, გურიის, როგორც გეოდინამიკური პროცესების გავრცელების, რეგიონის ცალკეული კერების შესწავლა.

 

შედეგი: ღონისძიებათა დასახვა ბუნებრივი გარემოს შესანარჩუნებლად და მსხვილმასშტაბიანი ლანდშაფტური რუკის შედგენა.

 

პროგრამა V2.  კახეთის ლანდშაფტების ტრანსფორმაცია, თანამედროვე მდგომარეობა  და განვითარების თავისებურებანი (კოორდინატორი გეოგრ. აკად. დოქტორი გ. ლომინაძე, თ.ჩალაძე) 2012_2013 წ.წ.

 

მიზანი: კახეთის რეგიონის ბუნებრივი გარემოს, როგორც ინტენსიური ათვისებისა და გარდაქმნის ობიექტის შესწავლა. 

 

ამოცანა: კახეთის რეგიონის ლანდშაფტების კვლევა, ანთროპოგენური ტრანსფორმაციის სიჩქარის გამოვლენა.

 

ღონისძიება: საველე სამუშაოების ჩატარება კახეთის რეგიონში.

 

შედეგი: ლანდშაფტების ცვლილების სქემების შედგენა, ლანდშაფტური რუკის შედგენა.

 

პროგრამა V3. საქართველოს ტერიტორიის ბუნებრივი გარემოს ტრანსფორმაცია და პალეოგეოგრაფიის საკითხები (კოორდინატორი გეოგრაფიის მეცნ. დოქტორი ი.ბონდირევი) 2010-2013 წ.წ.

 

მიზანი: საქართველოს ტერიტორიის ბუნებრივი გარემოს ცვლილებების გამოვლენა და შესწავლა პალეოგეოგრაფიული განვითარების ფონზე.

 

ამოცანა: ბუნებრივი გარემოს ცვლილებების ასახვა. ეოეკოსისტემების ევოლუციი გარკვეული მიმართულებით შეცვლის შესწავლა და ამით ევოლუციის პროცესების ეტაპების განსაზღვრა.

 

ღონისძიება: საველე კვლევების ჩატარება საქართველოს ცალკეულ რეგიონებში.

 

შედეგი:  დადგინდება საქართველოს ცალკეული რეგიონების ბუნებრივი გარემოს ტრანსფორმაცია და პალეოგეოგრაფიის თავისებურებანი.

 

პრიორიტეტი VI: სართველოს მეურნეობისა და მოსახლეობის თანამედროვე ტერიტორიული ორგანიზაციის სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკურ-გეოგრაფიული ანალიზი (კოორდინატორი გეოგრ. აკად. დოქტორი ვ. ნეიძე) 2010-2013 წ.წ

 

მიზანი: საქართელოს თანამედროვე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის სოციალურ და ეკონომიკურ-გეოგრაფიული შესწავლა ეროვნულ და რეგიონალურ ჭრილში.

 

ამოცანა: შესწავლილ იქნება საქართველოს ბუნებრივ-სამეურნეო რეგიონების განვითარების ტენდენიების გათვალისწინებით მათი პერსპექტიული დაგეგმვის სტრატეგიის შემუშავება.

 

ღონისძიება: სტატისტიკური მასალის დამუშავება, საველე ექსპედიციის ჩატარება.

 

შედეგი: საზოგადოებას შეექმნება რეალური წარმოდგენა საქართველოს და მისი რეგიონების ბუნებრივ-ეკოლოგიურ, სოციალურ-დემოგრაფიულ და ეკონომიკურ-კულტურულ მდგომარეობაზე, რაც სავარაუდოდ ასახვას ჰპოვებს მონოგრაფიულ გამოკვლევებში.

 

პროგრამა VI1. საქართველოს ტურისტულ - რეკრეაციული პოტენციალის ათვისების პრობლემები და პერსპექტივები (კოორდინატორი გეოგრ. აკად.დოქორი  ვ. ნეიძე, მ.თუთბერიძე) 2010-2011 წ.წ.

 

მიზანი: საქართველოს ბუნებრივ-ეკოლოგიური, ისტორიულ-კულტურული, სოციალურ-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით მისი ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალის შესწავლა.

 

ამოცანა: ბუნებრივ-სოციალურ-ეკონომიკური გეოსისტემების სივრცით-დროითი ანალიზი, ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების განვითარების ხელშემწყობი თუ ხელშემშლელი ფაქტორების, ტურისტული ობიექტების სივრცითი ათვისების ტენდენციების დადგენა და მომავალში ტურისტული ატლასის შექმნა.

 

ღონისძიება: ლიტერატურული, სტატისტიკური, საექსპედიციო მასალების დამუშავება GIS–ის გამოყენებით. გათვალისწინებულია ექსპედიციის ჩატარება.

 

შედეგი: კვლევის დამთავრების შემდეგ სამეცნიერო საზოგადოების, ტურიზმისა და მომიჯნავე დარგის სპეციალისტებს შეექმნებათ რეალური წარმოდგენა საქართველოში ტურიზმის უნიკალური რესურსული პოტენციალის და მისი ათვისების პრობლემებზე. 2011 წელს  გათვალისწინებულია მონოგრაფიის “საქართველოს ტურიზმის გეოგრაფია” გამოსაცემად მომზადება.

 

პროგრამა VI2. კახეთის ისტორიული გეოგრაფია, კოორდინატორი გეოგრ. მეცნ. დოქტორი კ. ხარაძე 2010-2011 წ.წ.

 

მიზანი: ავტორი აგრძელებს მის მიერ ჩაფიქრებული მონოგრაფიების (,,ქვემო ქართლის გეოგრაფია,,,  ,,შიდა ქართლის გეოგრაფია,,,  ზემო ქართლის გეოგრაფია,,) სერიას.

 

ამოცანა: ემსახურება მსხვილი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების ისტორიულ-გეოგრაფიულ შესწავლას, სადაც არსებითი ადგილი ეთმობა წარსულში არსებული გეოგრაფიული ობიექტების (მათ შორის ნასოფლარების, ნასახლარების და სხვ.) ადგილმდებარეობის დადგენას, ტოპონიმების ახსნა-განმარტებას და მხარის ისტორიული ვითარების ასახვას.

 

ღონისძიება: ისტორიული წყაროების დამუშავება, საველე ექსპედიციების ჩატარება.

 

შედეგი: გარკვეულ სიცხადეს შეიტანს ბევრ საკითხში, რომელიც ეხება მათ წარსულს ისტორიულ-გეოგრაფიულ ასპექტში.

 

პროგრამა VI3. საქართველოს დემოგრაფიული ვითარების სტრუქტურული და რეგიონული პრობლემების კვლევა (კოორდინატორი გეოგრ. აკად. დოქტორი გ. მელაძე) 2010-2012 წ.წ.

 

მიზანი: მოსახლეობის გეოგრაფიული შესწავალა 2002 წლის ეროვნული აღწერის შემდეგ.

 

ამოცანა: დემოგრაფიული ტენდენციების (ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობის, შედგენილობის, სტრატიფიკაციის სახით), მომავალი დინამიკის პროგნოზირება და სხვა დემოგრაფიული პროცესების კვლევა რაიონულ ჭრილში.

 

ღონისძიება: სტატისტიკური და ლიტერატურული მასალის დამუშავება.

 

შედეგი: დემოგრაფიული ტენდენციების დინამიკის პროგნოზი.