კახეთის თანამედროვე გეოეკოლოგიური მდგომარეობა და მისი გაჯანსაღების გზები გრანტის GNSF/ST08/5-438-ის I შემაჯამებელი კონფერენცია

 

"კახეთის თანამედროვე გეოეკოლოგიური მდგომარეობა და მისი გაჯანსაღების გზები" გრანტის GNSF/ST08/5-438-ის I შემაჯამებელი კონფერენცია

 

                                               

 

2010 წლის 17 მარტს ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში გაიმართა სესფ-ის მიერ დაფინანსებული პროექტის "კახეთის თანამედროვე გეოეკოლოგიური მდგომარეობა და მისი გაჯანსარების გზები"-ის I სამუშაო წლის შემაჯამებელი საანგარიშო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პროექტის ავტორ-შემსრულებლებმა, ინსტიტუტის სხვა თანამშრომლებმა. კონფერენციას ესწრებოდნენ სესფ-ის მონიტორნგის სამსახურის ხელმძღვანელი და ფონდის პიარ-მენეჯერი.

 

 

 

კონფერენციაზე საანგარიშო მოხსენება გააკეთეს პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, მენეჯერმა, ძირითადმა შემსრულებლებმა. ამ მოხსენებაში აისახა და შეჯამდა I საანგარიშო წელს ჩატარებული სამუშაოების შედეგები. სესფ-ის მონიტორინგის სამსახურმა დადებითად შეაფასა პროექტის შემსრულებელთა შრომა და გამოთქვა სასარგებლო რჩევები მომავალ სამუშაოებთან დაკავშირებით.