ქვემო ქართლისა და ჯავახეთის ბუნებრივ-ტურისტული პოტენციალი: შეფასება და ათვისების პერსპექტივები. გრანტის GNSF/ST08/5-429-ის I წლის შემაჯამებელი კონფერენცია

 

 

"ქვემო ქართლისა და ჯავახეთის ბუნებრივ-ტურისტული პოტენციალი: შეფასება და ათვისების პერსპექტივები". გრანტის GNSF/ST08/5-429-ის I წლის შემაჯამებელი კონფერენცია

 

 

 

2010 წლის 19 მარტს თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში გაიმართა სესფ-ის მიერ დაფინანსებული პროექტის "ქვემო ქართლისა და ჯავახეთის ბუნებრივ-ტურისტული პოტენციალი: შეფასება და ათვისების პერსპექტივები"-ის I სამუშაო წლის შემაჯამებელი-საანგარიშო გასვლითი კონფერენცია, რომლის მიზანი იყო რაიონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისათვის პროექტის ავტორ-შემსრულებლების მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგების გაცნობა და მხარის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივების წარმოჩენა. 2010 წლის 19 მარტს თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში გაიმართა სესფ-ის მიერ დაფინანსებული პროექტის "ქვემო ქართლისა და ჯავახეთის ბუნებრივ-ტურისტული პოტენციალი: შეფასება და ათვისების პერსპექტივები"-ის I სამუშაო წლის შემაჯამებელი-საანგარიშო გასვლითი კონფერენცია, რომლის მიზანი იყო რაიონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისათვის პროექტის ავტორ-შემსრულებლების მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგების გაცნობა და მხარის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივების წარმოჩენა.
                              

                               

 

კონფერენციაზე მოხსენებები გააკეთეს პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, მენეჯერმა და ძირითადმა შემსრულებლებმა. ამას მოჰყვა გამოხმაურება რაიონის ხელმძღვანელობისაგან, ასევე გაიმართა ცოცხალი და საინტერესო დისკუსია, რომლის დროსაც გამომჟღავნდა რაიონში არსებული პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ტურისტული ინფრასტრუქტურის ცალკეული რგოლების განუვითარებლობასთან. გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად.