საქართველოს მთიან რეგიონებში გარემოსა და სოციალურ პროცესებს შორის მრავალმხრივი ურთიერთკავშირის ანალიზი. დარგობრივი კვლევა მდგრადი მიწათსარგებლობის, მიწის განვითარებისა და ცხოვრების დონის უზრუნველყოფისათვის. 2010-2013 წ.წ.

 

ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი ჩაერთო ფოლცვაგენ შტიფტუნგის ”VolkswagenStiftung” (გერმანია) მიერ დაფინანსებულ 3 წლიან პროექტში (2010-2013) - ,,საქართველოს მთიან რეგიონებში გარემოსა და სოციალურ პროცესებს შორის მრავალმხრივი ურთიერთკავშირის ანალიზი. დარგობრივი კვლევა მდგრადი მიწათსარგებლობის, მიწის განვითარებისა და ცხოვრების დონის უზრუნველყოფისათვის”. პროექტის კოორდინატორი გახლავთ პროფესორი ანეტე ოტე.

 

პროექტის ძირითადი მონაწილეები გახლავთ გისენის იუსტუს ლიბიგის უნივერსიტეტი (გერმანია), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტის მიზანია საერთაშორისო სადისერტაციო კვლევების დაფინანსება, ახალგაზრდა მეცნიერების წახალისება და მათთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

 

პროექტის ფარგლებში შესრულდება სადისერტაციო ნაშრომები, რომელთაA ავტორები იქნებიან როგორც ქართველი, ისე გერმანელი ახალგაზრდები. კვლევები ჩატარდება სტეფანწმინდისა და ბაკურიანის რაიონებში, რომლებიც ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდება  რელიეფისა და იქ მიმდინარე გეოდინამიკური პროცესებით, კლიმატური პირობებით, ბიომრავალფეროვნებით და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემატიკით.  

 

პროექტი შედგება ოთხი ნაწილისაგან:

,,ა” – ლანდშაფტური სტრუქტურის ცვლილება.

,,ბ’’ - კლიმატის ცვლილება და გეოდინამიკური პროცესები.

,,გ’’ – ფიტომრავალფეროვნების ცვლილება.

,,დ’’ – სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებ.

 

პროექტის ,,ბ” ნაწილის კოორდინატორი გერმანიის მხრიდან გახლავთ პროფესორი ლორენც კინგი, ხოლო საქართველოს მხრიდან სრული პროფესორი, გეოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავჯდომარე რამინ გობეჯიშვილი. ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ემილ წერეთელი, მეცნიერ-თანამშრომელი დავით სვანაძე და ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის მეცნიერ-თანამშრომელი ნინო ლომიძე  მონაწილეობას ღებულობენ პროექტის ,,ბ” ნაწილის გრავიტაციული პროცესების შესრულებაში.

 

გერმანული მხრიდან მათთან ერთად იმუშვებს ახალგზრდა მეცნიერი ტატიანა კელერი.

 

გოეთეს ინსტიტუტში 23-24 მაისს პროექტის მონაწილეებს შორის გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა, სადაც მოეწყო პროექტის წარდგენა და მონაწილეების გაცნობა. განისაზღვრა სამუშაო გეგმა და პერსპექტივები. 25-29 მაისს კი გაიმართა ერთობლივი საველე ექსპედიცია სტეფანწმინდისა და ბაკურიანის რაიონებში, სადაც შერჩეულ იქნა ტერიტორიები კვლევის საწარმოებლად. მათ ნუსხაში ასევე მოხვდა სოფელი მლეთა, როგორც ღვარცოფების და სათიბ-საძოვრების ფართობების ეროზიის ერთერთი კლასიკური მაგალითი.

 

პროექტის ფარგლებში ერთობლივი საველე ექსპედიციები სხვადასხვა თემატიკის მიხედვით ივლისი-სექტემბრის თვეებში ჩატარდება.