კუკური თავართქილაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 



განათლება:

1985 წ. - ფიზიკა მათემათიკის მეცნიერებათა დოქტორი. თემა: რადიაციის აეროზოლური შესუსტების მოდელირება და ატმოსფეროს გაჭუჭყიანების განსაზღვრის მეთოდები.

1965 წ. - მეცნიერებათა კანდიდატი. თემა: ამიერკავკასიის მთიან პირობებში ეფექტური გამოსხივების გამოთვლის შესახებ.

1955 წ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. სპეციალობით ნივთიერებათა აღნაგობა.

 

სამუშაო გამოცდილება:

2009 წლის სექტემბრიდან დღემდე თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი. მთავარი მეცნიერი.

1971-2009 წ.წ. - ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ თანამშრომლი. კლიმატის ცვლილების (შემდგომში ბუნებრივი პროცესების მათემატიკური მოდელირების) ლაბორატორიის გამგე. კლიმატოლოგიისა და ბუნებრივი პროცესების მათემატიკური მოდელირების განყოფილების გამგე.

1956-1971 წ.წ. - ჰიდრომეტეოროლოგიურ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი რადიაციული გამოკვლევების სექტორის გამგე, უფროსი მეცნიერ-თანამშრომლი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლი, ლაბორანტი.

 

სამეცნიერო ნაშრომები:

167 ნაშრომი. 12 დაბეჭდილია საერთაშორისო იმპაკტ-ფაქტორის მქონე პერიოდულ გამოცემებში, 38 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბეში, 14 საერთაშორისო კონფერენციების და სიმპოზიუმების შრომათა კრებულებში (აშშ, კანადა, საფრანგეთი, ავსტრია, შვეიცარია, იაპონია, თურქეთი, რუსეთი), 17 ყოფილი საბჭოთა კავშირის საკავშირო კონფერენციების და სიმპოზიუმების შრომათა კრებულებში, დანარჩენი (მათ შორის 6 მონოგრაფია) რესპუბლიკურ გამოცემებში.

 

ჯილდოები:

2002 წ. - აშშ ბიბლიოგრაფიის ინსტიტუტიდან “ამერიკის ღირსების მედალი”, ხოლო 2005 წლიდან ამ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს საზღვარგარეთელი წევრი.

2009 წ. - ბოლო წლებში გამოქვეყნებული საქართველოს ჰავის ცვლილების ამსახველი. სამეცნიერო შრომათა ციკლისათვის, საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატის წოდება.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

kuktav@mail.ru