სიონის სტაციონარი

 



 


დაბა სიონის სასწავლო-სამეცნიერო სტაციონარი აკადემიკოს თეოფანე დავითაის დიდი ძალისხმევის შედეგად 1972 წელს გაიხსნა. ჰიდრომეტეოროლოგიურ ნაწილში დაკვირვებებს აწარმოებდა უფროსი ინჟინერი გარსევან კურდღელაიძე, რომელსაც ეხმარებოდა მომსახურე პერსონალი (4 დარაჯი). სტაციონარის მეთოდური კონსულტაცია ევალებოდა გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატს ილია აფხაზავას, ხოლო 1980-85 წწ. - გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატს ვლადიმერ გვახარიას. 1977 წელს სტაციონარის უფოსად დაინიშნა გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი გიორგი ჩანგაშვილი, რომელიც ხელმძღვანელობდა მას 1983 წლამდე. 1983 წელს სტაციონარს სათავეში ჩაუდგა წამყვანი ინჟინერი თენგიზ ლაშხი, რომელიც მუშაობდა 2006 წლამდე. 2006 წლიდან სტაციონარს ხელმძღვანელობს გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი გივი გაგუა.