ემილ წერეთელი
განათლება:
გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
სამუშაო გამოცდილება:
2011 წლიდან დღემდე საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროებების მართვის დეპარტამენტის უფროსი.
1992 წლიდან დღემდე ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი, გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილება, მთავარი მეცნიერი.
2008-2011 წ.წ. - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროების და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპარტამენტის უფროსი.
2006-2008 წ.წ. - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ბუნების სტიქიური პროცესების, საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური კვლევების სამმართველოს უფროსი.
1998-2005 წ.წ. - საქართველოს გეოლოგიური დეპარტამენტის ბუნების სტიქიური პროცესებისა და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ცენტრის გენერალური დირექტორი.
1992-1997 წ.წ. - საქართველოს გეოლოგიის დეპარტამენტის სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს “საქინჟგეოდაცვის” უფროსი.
1978-1991 წ.წ. - საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული გეოლოგიური სამმართველოს ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური ექსპედიციის უფროსის მოადგილე.
1972-1978 წ.წ. - საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული გეოლოგიური სამმართველოს ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური განყოფილების უფროსი.
1969-1971 წ.წ. - საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული კომპლექსური ჰოდროგეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური სადგურის მთავარი გეოლოგი.
1964-1968 წ.წ. - საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული გეოლოგიური სამმართველოს საინჟინრო-გეოლოგიური პარტიის უფროსი.
1960-1963 წ.წ. - თბილისის სახ. უნივრსიტეტის ასპირანტი.
1958-1960 წ.წ. - სსრკ გეოლოგიის სამინისტროს მე-4 სამმართველოს მე-6 რაიონის ექსპედიციის გეოლოგიური რაზმის უფროსი.
1956-1958 წ.წ. - სსრკ გეოლოგიის სამინისტროს მე-4 სამმართველოს მე-7 რაიონის ექსპედიციის ინჟინერ-გეოლოგი.
1955 წ. - სსრკ გეოლოგიის სამინისტროს მე-4 სამმართველოს მე-7 რაიონის ექსპედიციის გეოლოგი.
შრომითი საქმიანობა:
1964-2005 წ.წ. - 1:500000, 1:200000, 1:50000, 1:25000 და 1:10000 მასშტაბის საინჟინრო-გეოლოგიური და გეოდინამიკური აგეგმითი სამუშაოები საქართველოს ტერიტორიებზე. შედგენილია შესაბამისი მასშტაბის და შინაარსის სპეციალური რუკები და 50-მდე გეოლოგიური ანგარიში.
1994-1997 წ.წ. - საინჟინრო-გეოლოგიური კვლევევები თურქეთის ტერიტორიაზე საქართველო-თურქეთის ერთობლივი სამეცნიერო პროგრამით.
1956-1969 წ.წ. - საინჟინრო-გეოლოგიური აგეგმები 1:500000 მასშტაბში პამირო-ტიანშანის მთათა სისტემაში და შუა აზიის სხვა ტერიტორიებზე.
1960 წ. - საინჟინრო-გეოლოგიური აგეგმა 1:50000 მასშტაბში აზერბაიჯანსა და ჩრდ. კავკასიაში.
1955 წ. - საინჟინრო-გეოლოგიური აგეგმვები 1:500000 მასშტაბში სამხრეთ რუსეთის ტერიტორიაზე (კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარე).
პედაგოგიური:
კითხულობს ლექციების კურს 1966 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინჟინრო-გეოლოგიაში, მეოთხეული პერიოდის გეოლოგიაში, ბუნების კატასტროფული მოვლენებისა და გეოეკოლოგიის საფუძვლებში.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრანტები:
2006 - ბუნების კატასტროფული მოვლენები და მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების პრობლემა; სისტემური ანალიზი, საშიშროების რისკის პროგნოზი, საარსებო სივრცის შენარჩუნება (მცხეთა-მთიანეთის მაგალითზე), თბილისი; 100გვ.
2006 - სტიქიურ დამანგრეველი პროცესები აჭარაში და უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავება, თბილისი; 79 გვ.
2003 - მეწყრული მოვლენები საქართველოში და ურბანიზებული ტერიტორიების მდგრადი განვითარების სტრატეგიის შემუშავება, თბილისი; 58 გვ.
მესხეთ-ჯავახეთის საავტომობილო გზების სარეალიბიტაციო ტრასების საზღვრებში შეფასებული ფიზიკური გარემოს მდგომარეობა და გეოლოგიური საშიშროება.
ბოლო პერიოდში სტიქიურ პროცესებთან დაკავშირებული სამუშაოები:
2006 - ინფორმაციული ბიულეტენი-საქართველოში 2005 წლის გეოლოგიური სტიქიის შედეგები და მათი განვითარების პროგნოზი 2006 წელს, თბილისი, 145 გვ.
2006 - დუშეთის რაიონის სოფ. ნანიანის ტერიტორიაზე გამავალი 1200მმ. დიამეტრის ტრანსკავკასიის გაზსადენის მეწყრული პროცესებით დაზიანებული რისკის საშიშროების დადგენა და ალტერნატიული ვარიანტის საინჟინრო-გეოლოგიური პირობების შეფასების გეოლოგიური ანგარიში, თბილისი.
2005 - შემაჯამებელი გეოლოგიური ანგარიში-საქართველოში სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების მდგომარეობა, 2004 წის გააქტიურების შედეგები და საშიშროების რისკი 2005 წლისათვის, თბილი, 355გვ.
2004 - საქართველოს საავტომობილო გზების დაკვეთით 1977-1985 წლებში მთავარ საავტომობილო გზების 3000კმ-ზე ჩატარებული კვლევები სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების შეფასების მიზნით. შედგენილია საინჟინრო-გეოდინამიკური რუკები 1:25000 მასშტაბში. მდ. ყუროს აუზის საინჟინრო-გეოდინამიკური მდგომარეობის შეფასება ტრანსკავკასიის მაგისტრალური გაზსადენების (700 და 1200 მმ. დიამეტრი) ღვარცოფული მოვლენების საშიშროებისაგან დაცვის მიზნით, თბილისი.
2003 - ბაქო-თბილისი ჯეიხანის ნავთობსადენის არიალში მოქცეული ბორჯომის რაიონის სოფელ დგვარის და მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მეწყრული პროცესების საინჟინრი-გეოდინამიკური პირობების შეფასება, თბილისი.
2000 - ინფორმაციული ბიულეტენი-საშიში გეოლოგიური პროცესების შესწავლისა დაპროგნოზირების შესახებ, თბილის, 410გვ.
სამეცნიერო ნაშრომები:
1962-2008 წლებში გამოქვეყნებულია 300-მდე სამეცნიერო სტატია, ცალკეული პუბლიკაცია და მონოგრაფია რუსეთში, უზბეკეთში, თურქეთში, ჩინეთში, შვედეთში, ინგლისში, იტალიაში, აშშ და კანადაში და მათ შორის UNESCO-ს და UNEP-ის ხაზით.
ჯილდოები:
2011 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი.
პროფესიულ ორგანიზაციებში მონაწილეობა:
საქართველოს გეოგრაფიული, გეოლოგიური და სამთო საზოგადოების წევრი; სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საინჟინრო-გეოლოგიის პრობლემური საბჭოს მეწყრული, ღვარცოფული და ფერდობული პროცესების კომისიების წევრი;
საერთაშორისო საინჟინრო-გეოლოგიის ასოციაციის წევრი; საქართველოს მეცნ. აკადემიის მეოთხეული პერიოდის შემსწავლელი და მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების კომისიების წევრი; რუსეთის მეცნ. აკადემიის გეოდინამიკის შემსწავლელი კომისიის ასოცირებული წევრი; რუსეთის ღვარცოფული პროცესების შემსწავლელი საბჭოს ასოცირებული წევრი; საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს წევრი.
საკონტაქტო ინფორმაცია: