რამინ გობეჯიშვილი

 


  


1941-2014


განათლება:

1995 წ. - გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი. სადისერტაციო თემა: საქართველოს თანამედროვე მყინვარები და  ევრაზიის მთებში გამყინვარების ევოლუცია.

1979 წ. - გეოგრაფიის მეცნირებათა კანდიდატი. სადისერტაციო თემა: მთიანი რაიონების თანამედროვე  რელიეფწარმომქმნელი პროცესების კვლევა სტერეოფოტო-გრამმეტრიული მეთოდებით.

969-1972 წ.წ. - ასპირანტურა. მოსკოვის გეოგრაფიის ინსტიტუტი.

1959-1964 წ.წ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი.

 

სამუშაო გამოცდილება:

პედაგოგიური:

2006 -2014 წ.წ. - თსუ-ის სრული პროფესორი გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიისა და კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის მიმართულების ხელმძღვანელი.

2003-2006 წ.წ. - თსუ-ის გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის კათედრის გამგე.

1995-2003 წ.წ. - გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის კათედრის პროფესორი.

1980-1995 წ.წ. - თსუ-ში მიწვევით საათობრივი ანაზღაურება, ლექციები გლაციოლოგიაში, აეროკოსმოსური მეთოდები გეომორფოლოგიაში.

 

სამეცნიერო:

2009 -2014 წ.წ. - თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი.

2007 -2014 წ.წ. - თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.

2005-2007 წ.წ. - ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი.

2000-2003 წ.წ. - ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგიის განყოფილების გამგე.

1986-2006 წ.წ. - ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის გლაციოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

1981-1986 წ.წ. - ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის აეროკოსმოსური მეთოდების ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

1979-1981 წ.წ. - ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

1965-1979 წ.წ. - ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი ინჟინერი.


ექსპედიციები:

მონაწილეობდა გლაციოლოგიურ და გეომორფოლოგიურ ექსპედიციებში (ევრაზიის კონტინენტზე).

1965 - 2012 წლებში კავკასიის რეგიონში (ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიონი, კოლხეთის დაბლობი, სამხრეთ საქართველოს მთიანეთი, სომხეთის მთიანეთი).

2003 წ. - აღმოსავლეთ ანატოლია.

1991 წ. - ჰიმალაიში (ცენტრალური ჰიმალაი, ჯომოლუნგმა – შიშაპანგმის მონაკვეთი) და ცენტრალური ტიბეტი.

1990 წ. - სინო-ტიბეტის მთები.

1990 წ. - ტიანშანი.

1984 წ. - ალტაი.

1983 წ. - კოპეტდაღი (ქოფეთდაღი).

1982 წ. - კამჩატკა.

1978 წ. - შპიცბერგენი (სვალბარდი, ნორვეგია).

1972 წ. - ზაილის ალათაუ (მდინარეების დიდი და პატარა ალმაატინკები, მყინვარ. ტუიუქსუ).

1967 წ. - პამირში (მდ. მუქსუს და მდ. ობიხინგოუს ხეობებში).

 

სამეცნიერო გრანტები:

2010-2013 წ.წ. - საქართველოს მთიან რეგიონებში გარემოსა და სოციალურ პროცესებს შორის მრავალმხრივი ურთიერთკავშირის ანალიზი. დარგობრივი კვლევა მდგრადი მიწათსარგებლობის, მიწის განვითარებისა და ცხოვრების დონის უზრუნველყოფისათვის. (AMES, გერმანია).

2009-2012 წ.წ. - მყინვარ ზოფხიტოს მასის ბალანსის მონიტორინგი. საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. (ხელმძღვანელი).

2007-2009 წ.წ. - კავკასიაში კლიმატის ცვლილება, მყინვარების დინამიკა და ჩამონადენის მოდელირება. INTAS. (ხელმძღვანელი საქართველოს მხრიდან).

2006-2009 წ.წ. - საქართველოს ნაციონალური ატლას. საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის. (ხელმძღვანელი).

2006-2007 წ.წ. - საქართველოში დაცული ტერიტორიის განვითარება.(მონაწილე).

1999-2006 წ.წ. - სატყეო სექტორის განვითარების პროექტი. მსოფლიო ბანკი (მონაწილე).

1994-1995 წ.წ. - საერთაშორისო ,,The Former USSR Mountain Glacier Fluctuations in the Littele Ice Age” (შესრულდა მოსკოვის გეოგრაფიის ინსტიტუტში).

1993 წ. - WWF-ის პროგრამაში, სადაც დაწერა ანგარიში აღმოსავლეთ კავკასიონისა და ივრის ზეგნის რელიეფის შესახებ.

1993-2002 წ.წ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრანტები (ხელმძღვანელი).

 

შრომები:

9 მონოგრაფია, 120 სტატია, აქედან ქართულად - 58, რუსულად - 47, ინგლისურად - 15.


ჯილდოები:

2000 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

Goberamin@hotmail.com