გამოცხადდა კონკურსი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს კონკურსს გამოჩენილ მეცნიერთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიის შემდეგი სახელობითი პრემიების მისანიჭებლად:
ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია - გეოგრაფიის დარგში;
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია საქართველოს სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებსა ან სხვა დაწესებულებებში მომუშავე მეცნიერებს, თვალსაჩინო მოღვაწეებს თეორიული ან პრაქტიკული მნიშვნელობის საუკეთესო ნაშრომისათვის ანიჭებს გამოჩენილ ქართველ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა სახელობის პრემიებს.
პრემიების მინიჭება ხდება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ მეცნიერების დღესთან (10 ნოემბერი) დაკავშირებით.
პრემიის მოსაპოვებლად, როგორც წესი, შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ცალკეულ ავტორთა შრომები.
კოლექტიურ ნაშრომებში პრემია მიეცემა ხელმძღვანელებს და ძირითად ავტორებს, რასაც დაადგენს წარმომდგენი ორგანიზაცია და აკადემიის საექსპერტო კომისია.
პრემიის გაყოფა ორ ან მეტ მაძიებელს შორის სხვადასხვა ნაშრომისათვის დაუშვებელია.
პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილი ნაშრომი შესრულებული უნდა იქნეს საქართველოს სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებსა და სხვა დაწესებულებებში, ან ცალკეულ პირთა მიერ.
პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს წინა ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული შრომები, მაგრამ გამოცემული არაუგვიანეს 6 თვისა განცხადების გამოქვეყნებამდე.
ნაშრომი, რომელსაც მიენიჭა სახელმწიფო ან რომელიმე სხვა პრემია, გამოჩენილ ქართველ მეცნიერთა პრემიის მოსაპოვებლად არ მიიღება.
ერთსა და იმავე პირს ერთი და იგივე პრემია განმეორებით არ მიეცემა.
შრომა პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების, უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლის, სამეცნიერო საზოგადოების, უწყების, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან ცალკეულ პირთა მიერ.
იმ ორგანიზაციებმა თუ ცალკეულმა პირებმა, რომლებმაც პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატი წამოაყენეს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი მასალა (წარწერით "
(პრემიის დასახელება)
სახელობის პრემიის მოსაპოვებლად"):
ა) დასაბუთებული წარდგინება, რომელიც შეიცავს ნაშრომის დახასიათებას და განმარტავს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მას მეცნიერების და ქვეყნის განვითარებისათვის;
ბ) გამოქვეყნებული ნაშრომი სამ ცალად;
გ) მონაცემები ავტორის შესახებ (ძირითად შრომათა, აღმოჩენათა, გამოგონებათა სია, მუშაობის ადგილი და დაკავებული თანამდებობა, ბინის მისამართი);
დ) ცნობა იმის შესახებ, რომ კონკურსზე წარმოდგენილ ნაშრომს წინათ არ ჰქონია მინიჭებული პრემია.
მასალები პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს განცხადების გამოქვეყნების დღიდან 1 თვის განმავლობაში შემდეგ მისამართზე; თბილისი, რუსთაველის გამზ., № 52, ოთახი 311.
დამატებითი ცნობებისათვის დარეკეთ ტელ. 99-00-52.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია