გამოიცა ახალი ბროშურა - "წყალტუბოს მღვიმური სისტემა"

 


 

ნაშრომი წარმოადგენს "წყალტუბოს მღვიმისა და მიმდებარე სპელეოობიექტების კომპლექსური გამოკვლევების" კვლევის შედეგებს. განხილულია წყალტუბოს მღვიმური სისტემის აღმოჩენის მოკლე ისტორია, კირქვული მასივის გეომორფოლოგიური თავისებურებანი, მღვიმურ სის-ტემაში შემავალი ცალკეული სიღრუეების მორფო-ლოგიური აღწერილობა, კლიმატური ნიშნები, მღვიმის ჰაერის აეროიონიზაციური და რადიოლოგიური მდგომარეობა და მღვიმური სისტემის გამოყენების პერსპექტივები.

 

ავტორები:  ზურაბ ტატაშიძე

                   კუკური წიქარიშვილი

                   ჯუმბერ ჯიშკარიანი

                   ამირან ჯამრიშვილი

                   გიორგი გელაძე

                   გიორგი ლომინაძე

 

აღნიშნული პროექტი განხორციელდა საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის

ფინანსური ხელშეწყობით. გრანტი # GNSF/ST06/5-074