კლიმატის ცვლილების, მყინვარების დინამიკის და ჩამონადენის მოდელირება კავკასიაში

 

2007-2008 წლების განმავლობაში ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსიტუტი მონაწილეობდა INTAS-ის საერთაშორისო გრანტში `კავკასიაში კლიმატის ცვლილების, მყინვარების დინამიკის და ჩამონადენის მოდელირება~. გრანტში მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის ქ. რედინგის უნივერსიტეტის, გერმანიიდან ბავარიის აკადემიის, რუსეთიდან, ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ თანამშრომლები. ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტიდან პროექტის ხელმძღვანელია სრული პროფესორი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი რამინ გობეჯიშვილი. საქართველოს მხრიდან აგრეთვე მონაწილეობდნენ ალექსანდრე ჯავახიშვილი, დავით სვანაძე და ნინო ლომიძე. გეოგრაფიის ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე საველე ექსპედიციებში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ უნივერსიტეტის გეოგრაფიის მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტები და მაგისტაანტები.

 

პროექტის ფარგლებში საქართველოს მხარემ მიიღო უნიკალური ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური. 

იგი დამონტაჟდა მყინვარის ენაზე ზ.დ. 2850 მ-ის სიმაღლეზე და ზაფხულის თვეებში ხდებოდა კლიმატის ელემენტების ჩაწერა ავტომატურ რეჟიმში 15 წუთში ერთხელ. აპარატის საშუალებით დაკვირვება მიმდინარეობდა კლიმატის შემდეგ ელემენტებზე: ჰაერის ტემპერატურა, სინოტივე, წნევა, ქარის სიჩქარე და მიმართულება, მზის რადიაცია. ასევე იგი ზომავდა თოვლის და ყინულის მოდნობის სიჩქარეს ყოველ 1 საათში. ზოფხიტოს ხეობაში სხვადასხვა სიმაღლეზე (1950 მ, 2500 მ და 2850 მ.) დამონტაჟდა ჰაერის ტემპერატურის საზომი ხელსაწყო, რომლის დახმარებით სინქრონულად ავტომატურ რეჟიმში იზომებოდა ტემპერატურა.

 

ზემოთაღნიშნული პროექტის ფარგლებში 2007 და 2008 წლებში ზაფხულის პერიოდში (15 მაისი-1 სექტემბერი) ჩატარდა კომპლექსური გლაციოგეომორფოლოგიური ექსპედიცია მდ. რიონის აუზის სათავეში, მყინვარ ზოფხიტოზე, რაჭის კავკასიონი. ექსპედიციის პერიოდში მდ. ზოფხიტურას ხეობაში პარალელურად კლიმატური დაკვირვებისა მოეწყო ჰირდომეტრიული დაკვირვების პოსტი, სადაც ხდებოდა მდინარის დონეების და ხარჯის გაზომვა. პროექტის ფარგლებში აბლაციის სეზონის  დაწყებამდე (მაისის პირველ ნახევარში) ჩატარდა მყინვარის ზედაპირზე დაგროვილი თოვლის მასის აგეგმვა თოვლმზომი ზონდების მეშვეობით და თოვლის სიმკვირივის გამოკვლევა თოვლის ჭრილებში. პროექტის ფარგლებში საველე ექსპედიციების შედეგების განხილვასთან დაკავშირებით ქართველი მეცნიერები (რამინ გობეჯიშვილი) და უმცროსი მეცნიერე თანამშრომლები (დ. სვანაძე, ნ. ლომიძე) მონაწილეობდნენ ლონდონსა და მიუნხენში ჩატარებულ კონფერენციებსა და ვორკშოპებში. 2008 წელს (მაისი-ივლინი-ივლისი) რაჭის გლაციოლოგიურ ექსპედიციაში მონაწილებნენ კოლეგები რუსეთიდან და გერმანიიდან. პროექტის დეტალური ანალიზი და სამეცნიერო შედეგები ასახული იქნება ერთობლის სამეცნიერო სტატიებში, რომლებიც უახლოეს ხანში გამოქვეყნდება დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, რუსეთისა და საქართველოს სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში.