საქართველოს ნაციონალური ატლასი

 

პროექტი დაფინანსდა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ (2006–2009 წ.წ.).

 

ნაციონალური ატლასი იქნება სამეცნიერო-საცნობარო ხასიათის კომპლექსური კარტოგრაფიული ნაწარმოები. მასში წარმოდგენილი  სხვადასხვა სფეროებში არსებული  თანამედროვე მეცნიერული მიღწევები ხელს შეუწყობს ქვეყნის რესურსული პოტენციალის შეფასებას და რაციონალურ გამოყენებას; სხვადასხვა მიზნობრივი პროექტების შექმნასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.

 

ატლასის მოცულობა განისაზღვრება 180 გვერდით (50 გვერდი - ტექსტი, 130 რუკა, სამუშაო მასშტაბი: 1:1 000 000, 1:1 500 000, 1:2 000 000, 1:2 500 000, 1:3 000 000, 1:3 500 000).