ქვემო ქართლისა და ჯავახეთის ბუნებრივ-ტურისტული პოტენციალი: შეფასება და გამოყენების პერსპექტივა – № GNSF/ST08/5- 429

 

პროექტი განხორციელდა როგორც რუსთაველის ეროვნული  სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო პროექტი,  რომელიც დაიწყო 2009 წელს და დამთავრდა 2012 წლის თებერვალში. პროექტში მონაწილეობდნენ გეოგრაფიიის ინსტიტუტის გეომორფოლოგიისა და საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილებათა თანამშრომლები. შესრულებულია ყველა ძირითადი ამოცანა: ჩატარდა რეგიონების ბუნებრივი და ანთროპოგენური ლანდშაფტების, ბუნებისა და ისტორიული ძეგლების კვლევა;  გამოყოფილია ბუნებრივ-ტურისტული რეგიონები, ზონები და ქვეზონები; შექმნილია მსხვილმასშტაბიანი რუკები და სქემები;  შეგროვდა დიდძალი ფოტო და ვიდეომასალა, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ქვემო ქართლისა და ჯავახეთის ბუნებრივ-ტურისტული პოტენციალის ამსახველი დოკუმენტური ვიდეოფილმები.

 

2010 წელს თეთრიწყაროში, 2011 წელს დმანისში, ხოლო 2012 წელს ახალქალაქში ჩატარდა პროექტის თემატიკასთან დაკავშირებული სამეცნიერო კონფერენციები, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც პროექტის ძირითადმა შემსრულებლებმა, ასევე ახალქალაქის, თეთრიწყაროსა და დმანისის გამგეობების, დმანისის კულტურული ცენტრისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა. კონფერენციებზე ნაჩვენები იქნა კვლევის პერიოდში შეგროვილი ფაქტიური მასალის, ფოტო და ვიდეო დოკუმენტების საფუძველზე შექმნილი სამეცნიერო ვიდეოფილმები.