კახეთის მხარის თანამედროვე გეოეკოლოგიური მდგომარეობა და მისი გაჯანსაღების გზები – №GNSF/ST08/5-438

 


გეომორფოლოგიის განყოფილება  კახეთის სამეცნიერო-სასწავლო ცენტრის ბაზაზე იკვლევს მხარის თანამედროვე ეგზოდინამიკურ პროცესებს და მათ საფუძველზე განვითარებულ სტიქიურ მოვლენებსა და მათი წარმოშობის მიზეზებს და სახავს მათი თავიდან აცილების ღონისძიებებს. კვლევითი სამუშაოები თემის ირგვლივ ინტენსიურად დაწყებულია 2006 წელს და გრძელდება დღესაც. 2010 წლიდან იგი გაფორმებულია როგორც გეომორფოლოგიის განყოფილების კვლევითი თემატიკის ნაწილი. ასეთი შინაარსის სამეცნიერო პროექტი განხორციელდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით 2009-2012 წლებში.

 

კვლევის შედეგები აისახა კვარტალურ სამეცნიერო ანგარიშებში, ასევე გეოგრაფიის ინსტიტუტში (2010 წელი), თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა(2011 წელი) და ყვარლის მუნიციპალიტეტში (2012 წელი)  ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციებზე პროექტის მონაწილეთა მოხსენებებში. კონფერენციებში მონაწილეობა მიიღეს როგორც პროექტის ძირითადმა შემსრულებლებმა, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და  კახეთის მხარის პედაგოგების წარმომადგენლებმა. კონფერენციებზე ნაჩვენები იქნა კვლევის პერიოდში შეგროვებული ფაქტიური მასალის, ფოტო და ვიდეო დოკუმენტების საფუძველზე შექმნილი სამეცნიერო ვიდეოფილმები, რომლებიც ასახავენ კახეთის მხარეში მიმდინარე ეგზოდინამიკური და ანთროპოგენური პროცესების შედეგებს, ასევე, აუცილებლად ჩასატარებელ პრევენციულ ღონისძიებებს.