საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილება

 


თანამშრომლები:

1. ვაჟა ნეიძე - განყოფილების გამგე

2. კობა ხარაძე - უფროსი მეცნიერი

3. ნანა ნადარეიშვილი - უფროსი მეცნიერი

4. გიორგი მელაძე - უფროსი მეცნიერი

5. მზია თუთბერიძე - მეცნიერი

6. გიორგი ხომერიკი - მეცნიერი

7. ნანა კვირკველია - მეცნიერი

8. დავით ბეროშვილი - მეცნიერი

9. ნინო ჩიხრაძე - მთავარი სპეციალისტი

10. მერი გუგეშაშვილი - სპეციალისტი


საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილება ინსტიტუტის ერთ-ერთი უძველესი სტრუქტურული ერთეულია, რომელიც თავდაპირველად რეგიონული და შემდეგ ეკონომიკური  გეოგრაფიიის სახელწოდებით შეიქმნა 1945 წელს გეოგრაფიის ინსტიტუტის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში შესვლისთანავე. ეკონომიკური გეოგრაფიის განყოფილებას საწყის პერიოდში თანმიმდევრულად ხელმძღვანელობდნენ ნადიმ ნიჟარაძე, გიორგი გეხტმანი, ლუარსაბ კარბელაშვილი, ხოლო 1953 წლიდან 25 წლის განმავლობაში გიორგი გველესიანი, ფაქტობრივად მისი თაოსნობით და ხელმძღვანელობით შეიქმნა განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელთა ძირითადი ბირთვი (კ. ანთაძე, მ. ბოკერია, ნ. დორეული, ნ. დევიძე, ჟ. ზონენაშვილი, ვ. კაკაბაძე, რ. კვერენჩხილაძე, ე. ობახიძე, ვ. ნეიძე, ე. ქოჩქიანი, თ, ღვინიანიძე, მ. შენგელაია, გ. ცაგარელი, ვ. ხუხუნაიშვილი, ვ. ჯაოშვილი  და სხვ.), რომელმაც შექმნა საქართველოს მეურნეობის, მოსახლეობის რეგიონული და დარგობრივი მიმართულების ეკონომიკურ-გეოგრაფიული გამოკვლევები. გასულ საუკუნეში განყოფილებაში ჩატარდა საქართველოს ყველა ისტორიულ-გეოგრაფიული მხარის, ეკონომიკური რაიონის და სამრეწველო კვანძის  გამოკვლევა. ექსპედიციები მოეწყო გარე კახეთის (1953 წ). ქვემო ქართლის (1954 წ), თბილისისა და მიმდებარე რაიონების (1955 წ), ზემო იმერეთის (1956 წ), ქვემო იმერეთის (1957წ), რაჭა-ლეჩხუმის (1958 წ), აფხაზეთის (1959 წ), აჭარის (1960 წ), გურიის (1962 წ), სამეგრელოს (1962 წ), სვანეთის (1964 წ) რეგიონებში. 1965-68 წწ. Mმოეწყო საექსპედიციო ჯგუფების გასვლა სხვადასხვა რაიონში.

 

შემდეგი პერიოდი დაეთმო ჭიათურა-ზესტაფონის (1969), ქუთაისის (1970 წ), თბილი-რუსთავის (1972წ ) სამრეწველო კვანძების, სამცხე-ჯავახეთის (1973 წ), კახეთის (1974 წ), შიდა ქართლის (1976 წ), ქვემო ქართლის (1977 წ), აღმოსავლეთ კავკასიონის (1979 წ) ეკონომიკურ-გეოგრაფიულ შესწავლას, რაც რეალიზებულია სერიულ კოლექტიურ მონოგრაფიებში. (მათი ჩამონათვალი იხილეთ დანართში), ამ მონოგრაფიებს ჰქონდა არა მარტო მეცნიერულ- შემეცნებითი, არამედ პრაქტიკული ღირებულებაც, რამდენადაც ისინი ხელს უწყობდნენ ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიაზე საწარმოო ძალთა სწორი განლაგებს გააზრებას, ბუნებრივ-ეკონომიკური რესურსების გამოვლინებასა და მათ ათვისებას.

 

განყოფილების მიერ ასევე ჩატარებულ იქნა გამოკვლევები საქართველოს მოსახლეობის და ქალაქების შესახებ, რომელიც მიმდინარეობდა საქართველოს აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, გეოგრაფიულ მეცნიერებათაA დოქტორის ვახტანგ ჯაოშვილის მეცადინეობით და ხელმძღვანელობით, დემოგეოგრაფიის (მოსახლეობის გეოგრაფიის) და გეოურბანისტიკის (ქალაქების გეოგრაფიის) თემატიკის დამუშავების მიზნით შეიქმნა მოსახლეობის ლაბორატორია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

 

გეოგრაფიულ მეცნიერებათაA დოქტორის  ემილ კობახიძის თაოსნობით 1977  წელს განყოფილებაში ჩამოყალიბდა რეკრეაციის გეოგრაფიის თემატური ჯგუფი, რომელიც 1980 წელს გარდაიქმნა ლაბორატორიად და მის  მიერ შექმნილი შრომები მიეძღვნა ქვეყნის კურორტების, სააგარაკო ადგილების და ტურიზმის ეკონომიკურ-გეოგრაფიულ შესწავლას.

 

გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორის რომან კვერენჩხლაძის მიერ შექმნილი რეგიონული გეოგრაფიის ლაბორატორია სწავლობდა მეურნეობის სხვადასხვა დარგების  ეკონომიკურ-გეოგრაფიულ საკითხებს რეგიონულ ჭრილში. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ორი კრებული:

1. რეგიონული გეოგრაფია, თბ., 1983 (რუსულ ენაზე).

2. რეგიონული გეოგრაფია, თბ., 1999.

G გეოგრაფიის აკადემიის დოქტორის ვაჟა ნეიძის მიერ შემუშავდა სპორტის გეოგრაფიის საკითხები, მისივე რედაქტორობით დამუშავდა საქართველოს გეოგრაფიის  II ნაწილი “სოციალურ-ეკონომიკური გეოგრაფია”, თბ., 2003, მისი ხელმძღვანელობით 1997-2005 წწ. შესრულდა საქართველოს მეცნიერებათაA აკადემიის ოთხი საგრანტო თემა:

1. ევრაზიის სატრანსპორტო დერეფანი (საქართველოს მონაკვეთი). დგრადი ფუნქციონირების ფაქტორები-1997-1999 წწ.

2. საქართველოს სასაზღვრო რაიონების განვითარების სოციო-ეკონომიკური და გეოპოლიტიკური პრობლემები. 2000-2001 წწ.

3. საქართველოს ადმინისტრაციული რაიონები და ქალაქები (გეოგრაფიული ცნობარი). 2002-2003 წწ.

4. საქართველოს რეგიონული ცენტრების ფორმირება. სოციო-გეოგრაფიული გამოკვლევა. 2004-2005 წწ.

 Gგანყოფილების ხელმძღვანელები:

1. გიორგი გველესიანი – ეკონომიკური გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი -1953-1978 წწ.

2. ვახტანგ ჯაოშვილი – მოსახლეობის გეოგრაფიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი - 1969-1977 წწ, სოციალურ-ეკონომიკური გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი – 1978-1990 წწ.

3. ემილ კობახიძე – რეკრეაციული გეოგრაფიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი – 1977-1990 წწ, სოციალურ-ეკონომიკური გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი – 1990-91 წწ.

4. რომან კვერენჩხილაძე  - რეგიონული გეოგრაფიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი – 1979-1989 წწ.

5. ვაჟა ნეიძე – “სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფიის”, შემდეგ საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი – 1991-დღემდე.

 განყოფილების წევრებიდან სადოქტორო ხარისხი დაიცვა ოთხმა, ხოლო საკანდიდატო 15 წევრმა. 

 

განყოფილების ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები:

1. საქართველოს და მისი რეგიონების კომპლექსური ეკონომიკურ-გეოგრაფიული  და სოციალურ-გეოგრაფიული შესწავლა.

2. საქართველოს მოსახლეობის, დასახლებების, (ქალაქების და სოფლების) და ურბანიზაციის გეოგრაფიული კვლევა.

3. სპეციალური გამოკვლევები დარგობრივ გეოგრაფიაში (საქართველოს მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, სოციალური ინფრასტრუქტურა, ტურიზმი და კურორტები, დაცული ტერიტორიები, სპორტი).

4. აქტუალური თემატიკა: საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, მთიანი მხარეების, შავი ზღვისპირეთის, სასაზღვრი რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, სახელმწიფოს ადმინისტაციულ-ტერიტორიული მოწყობის, ქვეყნის პოლიტიკურ-გეოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების შესწავლა.

5. სოციალურ-ეკონომიკური შინაარსის რუკების შექმნა, სხვადასხვა დანიშნულების ატლასებისა (ეროვნული, რეგიონული, თემატური, სასაწავლო) და სამეცნიერო გამოცემებისათვის.

6. სამთავრობო (სამინისტრო, დეპარტამენტი, საპარლამენტო კომიტეტი, კომისია და სხვ.), არასამთავრობო ან კერძო ორგანიზაციებთან კონტაქტი, რაც გამოიხატება მათ საპროგრამო, საგეგმო, საპროექტო თუ სხვა სახის სამუშაოებში მონაწილეობასა და საკონსულტაციო, საექსპერტო თანამშრომლობაში.

7. სასაწავლო (უმაღლესი, სასკოლო)  და საცნობარო დანიშნულების გეოგრაფიული ნაშრომების შექმნა